3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
Udono gundia nebisneribdaixevs kalbaisis chekivit
Lasha
27 თებერვალი 2023 08:50
5
ფილიპინები მინდა ჯგუფში რომ მოგვიწიოს,მეზღვაური ვარ და ჩემს ფილიპინელ კოლეგებთან ერთად ამ მატჩის ყურება გაასწორებს :დ :დ სხვა კონტინენტის წარმომადგენლებთანაც მოგვიწევს პაექრობა და კარგია,აქამდე მხოლოდ ევროპულ ნაკრებებთან გვქონდა თამაშის გამოცდილება.რაც არ უნდა იყოს დიდი მიღწევაა მსოფლიოზე გასვლა,იგერ ჩვენზე ძლიერი სერბეთის ნაკრები ვერ გავიდა ამ ტურნირზე.წარმატებები ბიჭებს!!
Მეზღვაური
27 თებერვალი 2023 12:50
0
ჩრდილო კორეააააააააა
გაგი
27 თებერვალი 2023 07:44
3
ხალხო ვერ გავიგე ბოლოს რა მოხდა? ვთქვათ ჩვენებს ჩაეგდოთ და 2 ქულით წაგვეგო ვეღარ გავიდოდით? თუ ვერა მაშინ იმათ რაღატო ჩააგდეს ის ჯარიმა? უცნაური დასასრული იყო და მაგიტომაც არ მესმის სხვა სპორტისა გარდა ფეხბურთის.ასეა თუ ისე გილოცავთ ყვეოას.დიდი შედეგია
qomagi
26 თებერვალი 2023 23:18
24
სამი და ნაკლები ქულით წაგებაზე და მოგებით თავისთავად ჩვენ გავდიოდით, 3 ქულაზე მეტით მოგენით ეგენი.
რრრ
26 თებერვალი 2023 23:23
1
ვულოცავ ყველა ქართული კალათბურთის გულშემატკივარს ამ უდიდეს საკალათბურთო ფორუმზე გასვლას!!!ისტორია დაწერილია, მიზანი მიღწეულია!!!მაგრამ ამ ყველაფერში საინტერესო და ორიგინალური ისაა რომ ჩვენებმა ძალიან ცუდად ითამაშეს და დამარცხდნენ,ყველა დამეთანხმება რომ ეს ძალიან ცუდია.სამაგიეროდ შედეგი მაინც დაიდო. ისლანდიელებს ჩვენებზე გაცილებით უკეთ ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს, ბედის ირონიაა!!! გავკარი ჩვენზე კარგად მოთამაშე ისლანდიელებს,ჯგუფში ჩარჩნენ!!! მადლობა საბოლოო შედეგისთვის ჩვენს კალათბურთელებს!! რაა ცხოვრება? მოგებულები უბედურები იყვნენ წაგებულები ბედნიერები
gogia
27 თებერვალი 2023 12:06
3
ლეო-რომელი-მატჩი-მოიგე?!
svano magarski
27 თებერვალი 2023 10:46
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული