მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ისტორიაში პირველად, აღნიშნულ ტურნირზე ითამაშებს.
FIBA-მ საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე საქართველოს გამარჯვება მიულოცა: "საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს".
ამასთან ერთად, FIBA-მ კომენტარებში ხვიჩა კვარაცხელიასაც მიმართა: "კვარა", შეგინახოთ ბილეთები?".
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, თუმცა მსოფლიო პირველობაზე გასვლა მაინც მოახერხა. საუკეთესო მექულე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც თავი 23 ქულით (9/9), 6 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
თორნიკე შენგელიამ 20, ხოლო თად მაკფადენმა 17 ქულა ჩააგდო.
377:&catid=131:&Itemid=296" target="_blank">3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]