იონსონის თქმით, წარმატების მისაღწევად სპორტის სახეობების და კერძოდ, კალათბურთის დაფინანსების გაზრდაა საჭირო და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც თორნიკე შენგელიას ჩარტერული რეისებით მატჩებზე ჩამოყვანაზე იმდენივე დახარჯა, რასაც ისინი სახელმწიფოსგან მთელი წლის განმავლობაში იღებენ.
"კალათბურთი იქნება თუ სპორტის სხვა სახეობები, მეტი ფინანსური ინვესტიციები გვჭირდება. თუ სხვა ქვეყნების მცირე მაგალითებს მოვიყვანთ, ისინი ჩარტერული რეისებით მგზავრობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯონ.
ბევრ ფულს არ ვითხოვთ, უბრალოდ ამ უდიდეს სხვაობას შეხედეთ.
ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სხვა ქვეყნების ხელისუფლებები რა თანხებს იხდიან თავიანთი ეროვნული გუნდების დასახმარებლად. ერთი კონკრეტული მაგალითი: საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელიაა. მას ევროლიგაზე მატჩი ჰქონდა და ფედერაციამ კერძო თვითმფრინავი დაუქირავა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამაში იმდენი ფული დახარჯა, რამდენსაც ჩვენ ერთ წელიწადში სახელმწიფო მიღწევების ფონდიდან ვიღებთ. აი, ამიტომ გვჭირდება მეტი დაფინანსება".
ისე, ჩვენში რომ ვთქვათ ჩვენ ქორქიების, საკანდელიძეების, მინაშვილ-უგრეხელიძე-სანაძეების, სტეფანია-ფაჩულიების სამშობლო და აღმზრდელი ქვეყანა ვართ და არ ვიყავით ღირსი ერთხელ ჩვენც გაგვიმართლოს???
რა ყველას ჩვენი ერჭობა ტო?!
რაც შეეხება რუსეთს, მან შესარჩევიდან მოხსნამდე თავის ჯგუფში იტალიაც დააამარცხა 14 ქულით, და ისლადდიაც — 24 ქულით. ასე რომ, პუტინს ომი რომ არ დაეწყო, მეტოქედ სუსტი ნიდერლანდები კი არა, რუსეთი გვეყოლებოდა.
გულახდილად რომ ვთქვათ, რუსეთის გაძევაბამ გაგვიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლა კი ეს შევირგოთ, და კარგად მოვემზადოთ, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა მლოფლოს ჩემპიონატზე.
წინ, საქართველოს!
სამარცხვინოა ქვეყანა რომელიც თავის ბავშვებს და მოხუცებს ვერ კვებავს სრულფასოვნად.