"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი" - ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან

AutoSharing Option
ქარ­თველ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა მარ­თლაც ის­ტო­რია და­წე­რეს - ქვეყ­ნის სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის ბოლო შეხ­ვედ­რა ჩვენ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა "თბი­ლი­სი არე­ნა­ზე" ის­ლან­დი­ას­თან გა­მარ­თეს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან ან­გა­რი­შით 77-ით 80 და­მარ­ცხდნენ, თუმ­ცა, 3-ქუ­ლი­ა­ნი სხვა­ო­ბით მარ­ცხის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­ვი­და. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი გა­მოდ­გა შეხ­ვედ­რის ბოლო წა­მე­ბი, რა დრო­საც ქარ­თველ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა დაც­ვა­ში უშეც­დო­მოდ ითა­მა­შეს. შეხ­ვედ­რა დას­რულ­და და "თბი­ლი­სი არე­ნა­ზე" ზე­ი­მი და­ი­წყო.

"ჩემს სა­კა­ლათ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში ეს ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღეა. ჩვენ ის­ტო­რია შევ­ქმე­ნით და ეს და­ვიმ­სა­ხუ­რეთ. ამ ფან­ჯრის წინ ვამ­ბობ­დი, რომ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად 2 თა­მა­შის მო­გე­ბა
გვჭირ­დე­ბო­და. ის­ლან­დი­ას­თან თა­მა­ში კი წა­ვა­გეთ, თუმ­ცა მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ვართ, რად­გა­ნაც საგ­ზუ­რი მო­ვი­პო­ვეთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ილი­ას ზუ­როს­მა.

მსოფ­ლი­ოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი პლა­ნე­ტის 31 სა­უ­კე­თე­სო გუნდთან ერ­თად იას­პა­რე­ზებს. ტურ­ნი­რი 25 აგ­ვის­ტო­დან 10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, აზი­ის სამ ქვე­ყა­ნა­ში - ფი­ლი­პი­ნებ­ში, ია­პო­ნი­ა­სა და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და ერთ დროს სა­ხე­ლო­ვა­ნი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ვლა­დი­მერ (ვოვა) ბო­ი­სა ambebi.ge-ს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით მი­ღე­ბულ ემო­ცი­ებ­ზე ესა­უბ­რა:

- რა თქმა უნდა, წარ­მა­ტე­ბას ვე­ლო­დით. შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რი რომ და­ვი­წყეთ, ჩვე­ნი ოც­ნე­ბა იყო, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გვე­თა­მა­შა. ბოლო ორი თა­მა­ში - ნი­დერ­ლან­დებ­თან და ის­ლან­დი­ას­თან, რე­ა­ლურ შანსს იძ­ლე­ო­და, რომ ბო­ლომ­დე გავ­სუ­ლი­ყა­ვით. ყვე­ლამ, ვინც გუნდშია - ბი­ჭებ­მა, ექი­მებ­მა, მე­ნე­ჯე­რებ­მა, რა თქმა უნდა, ფე­დე­რა­ცი­ა­მაც, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რომ ბი­ჭე­ბი სა­მა­გა­ლი­თოდ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. ტურ­ნი­რის­თვის კარ­გად მო­ვემ­ზა­დეთ, დიდი შრო­მა ჩავ­დეთ და მარ­თლაც შევ­ქმე­ნით ის­ტო­რია - პირ­ვე­ლად ვართ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. და­მი­ჯე­რეთ, ძა­ლი­ან ძნე­ლია იქ მოხ­ვედ­რა და ეს დიდი შრო­მის ფა­სად მო­ვი­პო­ვეთ. ის უფრო მა­ხა­რებს, რომ ზო­გა­დად კა­ლათ­ბურ­თის­თვის გა­ვა­კე­თეთ დიდი საქ­მე - ახალ­გაზ­რდე­ბი, ბავ­შვე­ბი ავავ­სეთ დიდი მო­ტი­ვა­ცი­ით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამე­რი­კე­ლებს უნდა ვე­თა­მა­შოთ, ეს ხომ ყვე­ლას - დი­დის თუ პა­ტა­რას ოც­ნე­ბაა, ნა­ხოს, რო­გორ ვთა­მა­შობთ NBA-ს წი­ნა­აღ­მდეგ. ეს იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა.

- მა­ყუ­რე­ბელს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბო­და სი­ხა­რუ­ლით ატი­რე­ბუ­ლი ვოვა ბო­ი­სა...

- დიახ, თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი, ძნე­ლი იყო ამ გა­მარ­ჯვე­ბას ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ჩა­ევ­ლო. დღეს დი­ლას რომ გა­მეღ­ვი­ძა, უფრო გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რა დიდი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ. გუ­შინ მა­ინც ეი­ფო­რი­ა­სა და ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი. რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, ის უფრო მა­ხა­რებ­და, იქ მყო­ფი ბავ­შვე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი რომ ტი­როდ­ნენ. რა თქმა უნდა, მო­გე­ბა გვინ­დო­და, მაგ­რამ გვირ­ჩევ­ნია წა­ვა­გოთ და მსოფ­ლი­ო­ზე ვი­ყოთ, ვიდ­რე მო­ვი­გოთ და არ გა­ვი­დეთ.


მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი კალათბურთელი, ლეგენდა ამის ჩაგდებული ბურთი გინახავთ?
ეხლა რა ფუნქცია აქვს ნეტა ნაკრებში? ტაქტიკაქას საზღვრავს ალბათ
guram
18:13 27-02-2023
31

სიახლეები პოპულარული