საქართველოს ნაკრები კაუნასში სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები კაუნასში ლიეტუვასთან 102:104 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, „ჟალგირისის არენა“ პირთამდე გაივსო. მცირე ტრავმის გამო ჩვენს ეროვნულ გუნდს ბითაძე ვერ დაეხმარა. მასპინძლები სამი მეოთხედი უკეთ თამაშობდნენ, 17 ქულით წინ იყვნენ და საქართველოს ნაკრებმა წაგებული მატჩი კინაღამ შემოატრიალა.

მეოთხე პერიოდი ზუროსის შეგირდებმა ჩინებულად ჩაატარეს, ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება შეძლეს, შემდეგ შერმადინმა მეხუთე პერსონალური მიიღო, მაკფადენმა სამიანით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო წამზე დიმსამ ორქულიანი ჩააგდო და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

30 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი შენგელია იყო (პლუს 4
მოხსნა და 7 პასი), მამუკელაშვილმა 19 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა და შერმადინმა - 18-18, სანაძემ და ცინცაძემ - 5-5, ჯინჭარაძემ - 4, ტურძილაძემ - 2, ანდრონიკაშვილმა კი - 1. ლიეტუველთაგან ვალანჩუნასმა 21 ქულა ჩააგდო, ხოლო იოკოუბაიტისმა - 19.

ჩვენი ნაკრები შემდეგ შეხვედრას 5 აგვისტოს რიგაში, ლატვიასთან ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ძველებურად ვთამაშობთ, ეიფორიულ/ქაოსურად…
მ.მ
01 აგვისტო 2023 22:53
7
ძაალიან მაგრად ვითამაშეთ ! მადლობა ბიჭებს !
ბევრად უკეთ გამოვიყურებით , ვიდრე ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ .
მსოფლიოს დაწყებამდე , დარწმუნებული ვარ კიდევ მოვუმატებთ .

ერთ რამეს შევცვლიდი მარტო ...
პირველი არხის კომენტატორებს , ძალიან დიდი პესიმიზმი მოდის და მაგიტომ
ბესო
01 აგვისტო 2023 22:50
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული