საქართველოს ნაკრები კაუნასში სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები კაუნასში ლიეტუვასთან 102:104 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, „ჟალგირისის არენა“ პირთამდე გაივსო. მცირე ტრავმის გამო ჩვენს ეროვნულ გუნდს ბითაძე ვერ დაეხმარა. მასპინძლები სამი მეოთხედი უკეთ თამაშობდნენ, 17 ქულით წინ იყვნენ და საქართველოს ნაკრებმა წაგებული მატჩი კინაღამ შემოატრიალა.

მეოთხე პერიოდი ზუროსის შეგირდებმა ჩინებულად ჩაატარეს, ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება შეძლეს, შემდეგ შერმადინმა მეხუთე პერსონალური მიიღო, მაკფადენმა სამიანით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო წამზე დიმსამ ორქულიანი ჩააგდო და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

30 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი შენგელია იყო (პლუს 4
მოხსნა და 7 პასი), მამუკელაშვილმა 19 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა და შერმადინმა - 18-18, სანაძემ და ცინცაძემ - 5-5, ჯინჭარაძემ - 4, ტურძილაძემ - 2, ანდრონიკაშვილმა კი - 1. ლიეტუველთაგან ვალანჩუნასმა 21 ქულა ჩააგდო, ხოლო იოკოუბაიტისმა - 19.

ჩვენი ნაკრები შემდეგ შეხვედრას 5 აგვისტოს რიგაში, ლატვიასთან ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
შემგელია ცვლის ამინდს. მის გარაშე ვართ რაც ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე- საშინელება
გუჯი
02 აგვისტო 2023 21:22
0
ლიკლიკაძე რა კარგი ყოფილა, კაცო. ფსიქოლოგიურად თუ მზადაა (ლიეტუვაში მზად იყო), ჩემი აზრით, წასაყვანია
ვვვ
02 აგვისტო 2023 20:22
0
კომენტარებში ზოგი ისეთ რამეს აკრიტიკებს, რომ ინფორმაცია არ გააჩნიათ. ეგვიპტესთან მატჩი იყო საწვრთნელი, რომელშიც ძირითადი ბირთვი ისვენებდა. შესაბამისად, გამოიცადნენ სარეზერვო კალათბურთელები. მათგან სამი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ მოხვდება. ლიტვასთან აღარ წაუყვანიათ და უკვე საქართველოში არიან. ახლა დარჩენილია 15 კალათბურთელი, საიდანაც საბოლოოდ 12 შეირჩევა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე წავა.
რაც შეეხება გიორგი ბეჟანიშვილს. ის ავსტრიის მოქალაქეა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის თხოვნის მიუხედავად, ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობასა და ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე. შესაბამისად, მასზე, როგორც საქართველოს ნაკრების პერსპექტიულ მოთამაშეზე საუბარი ზედმეტია.
გუშინდელი მატჩი უნაღლეს დონეზე ითამაშეს და არა მარტო ბოლო მეოთხედი. მთელი მეორე ტაიმი იყო ძალიან კარგი. უნდა გაითვალისწინოთ, მეტოქე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და თავისუფლად შეიძლება ითქვას, საკალათბურთო ქვეყანა იყო. მწვრთნელის ქმედება თითქმის უნაკლო აღმოჩნდა და გაამართლა, როგორც თამაშში, ასევე ანგარიშში. ბოლო მეოთხედში დაცვაშიც კარგები იყვნენ. მთავარია, მსგავსი თამაში მომავალშიც აჩვენონ
ვატო
02 აგვისტო 2023 16:36
3
საქართველოს მოქალაქეა, ორმაგი მოქალაქეობა აქვს. და რაც არ იცი, ნუ წერ. ჯიბრში უდგება საქართველოს ფედერაცია და მაგ ერთმანეთთან გაზაობამ დაღუპა ზუსტად, ქართული სპორტი და მთლიანად ქვეყანა.
ვატო
02 აგვისტო 2023 17:14
2
რაში სჭირდება ნაკრებს ცინცაძე, თუ ანდრონიკაშვილი და ლიკლიკაძე გვყავს? მესმის, რომ იყო მომენტი, როცა მასზე უკეთესი არ გვყავდა და მაგ პერიოდის ყოველი წუთისთვის მადლობა, მაგრამ დღეს ვეტერანთა მატჩის ფორმაშია ტიპი, ძლივს დადის, დაცვაში ნულია საერთოდ და ვიღაცასთან რომ ძმაკაცობს, ეგ უნდა კმაროდეს ნაკრებში გამოსაძახებლად. უნდა შეველიოთ, მიუხედავად სენტიმენტებისა და თვითონაც უნდა შეელიოს ნაკრების წევრობას. სირცხვილიცაა, სისულელეებს რომ აკეთებს და მსაჯებს აბრალებს მერე თავის სისულელეებს.
ქომაგი
02 აგვისტო 2023 16:12
1
ბეჟანიშვილმა თავად ამჯობინა საქართველოს მოქალაქეობას ავსრიის და ფედერაციას რა უნდა ექნა? თან ეგ პოზიცირად თოკოს და მამუს ადგილას თამაშობს და ვერცერთს ვერ ჯობია და სახვეწარიც არაფერია.
kostaias
02 აგვისტო 2023 14:55
2
მეოთხე პერიოდმა ძალიან გამაოცა, 102 ქულა ჩვენმა ნაკრებმა ბოლოს როდის ჩააგდო, ვერ ვიხსენებ, თოკო თუ ჯანზეა, ჯობია წინ არ დაუდგე, სანდრომ უნდა მოუმატოს,ერთი კარგი გამთამაშებელი ცინცაძის მაგივრად, დაგვხატავდა. წარმატებები ჩვენს ნაკრებს
Mr.kostaia
02 აგვისტო 2023 14:15
0
ახლა, ურემი უკვე გადაბრუნებულია და ყველა მაგრები ვართ.
ძალიან კარგი იყო გადამწყვეტ მეოთხედში დავადებილეთ ასეთი ძლიერი გუნდი, და მოგებაც შეგვეძლო
კიდევ მოუმატებენ.
მაგარია
თენგო
02 აგვისტო 2023 13:40
0
მიუხედავად წარმატებული მეოთხე მეოთხედის, ნაკრებში ბევრი პრობლემაა: ქულებიდან 85 ოთხმა კაცმა მოაგროვა, დანარჩენებმა ერთად 17. კოლექტიური, კომბინაციური თამაში, სამქულიანები, დაცვა, ბურთის დაკარგვა კვლავ პრობლემად რჩება. სასიამოვნოდ გამაკვირვა ლიკლიკაძემ. მართალია ქულა არ აუღია, მაგრამ კარგი იყო. ტურნირის მსვლელობისას 4-5 კაცით ფონს ვერ გავალთ. მამუკელაშვილიც მომენტებში საერთოდ დაკარგული იყო. ნაადრევად ირწმუნა ლიტვამ გამარჯვება და კინაღამ დავსაჯეთ. შემდეგ თამაშში უფრო გამოჩნდება ჩვენი პლიუს-მინუსი.
დიმა
02 აგვისტო 2023 11:59
3
თურმე 3 ქულიანები შეგვძლებია! და რა ღმერთი გაუწყრათ შარშან ევროპაზე? ისე დაცვაში სუსტად ვთამაშობთ და ეს არ არის ახალი ამბავი ზუროსის ხელში...
Givi
02 აგვისტო 2023 11:58
1
მომკალით და მგონია, რომ მამუს სათანადოდ ვერ იყენებს ზუროსი, რაღაც უნდა მოიფიქროს, თორემ ასეთი მოთამაშის გამოუყენებლობა არ იქნება.
SLR
02 აგვისტო 2023 11:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული