ბითაძის 21 ქულა, მაკფადენის 6 სამიანი - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო 84:79 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია ბითაძე. მაყურებელმა თავიდანვე თვალსასეირო თამაში იხილა, კარგი იყო ბითაძე, რომელმაც ხუთი ქულა ჩააგდო, მათ შორის ერთი სამიანი. ასევე გამორჩეული გახლდნენ სანაძე და მამუკელაშვილი და პირველი მეოთხედი 26:16 დასრულდა. მეორე პერიოდში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი გაქცევით უპასუხა. აღსანიშნავია შენგელიას აქტიურობა და მაკფადენის ზუსტი ოთხი სამქულიანი. მონტენეგრომ ბოლოსკენ ანგარიში შეამცირა და პირველი ტაიმი 45:39 მოვიგეთ.

დიდი
შესვენების
შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, სლავები კი წინ გავიდნენ, რომელთა რიგებში ვუჩევიჩი გამოირჩეოდა, ბოლოს მაკფადენმა სამიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 58:60 დაფიქსირდა.

ბოლო მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა, ბითაძის ძალისხმევით 7 ქულით დავწინაურდით, მაკფადენის მეექვსე სამიანმა უწია მიზანს, მონტენეგრომ შეხვედრის დასასრულს სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბითაძე გახდა. მაკფადენმა 19 ჩააგდო, შენგელიამ 14, მამუკელაშვილმა და სანაძემ  10-10, შერმადინმა 7, ანდრონიკაშვილმა 3, ჯინჭარაძემ კი - 1. სტუმართა გუნდიდან 18 ქულა ივანოვიჩის ანგარიშზეა, ხოლო ვუჩევიჩმა 15 ქულა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვულოცავ ბიჭეეებს... ნაკრები ბითაძე და მამუკელაშვილით სულ სხვაა... ჯგუფიდან გასვლა რეალურია...
გიორგი 50
14 აგვისტო 2023 12:13
0
ძალიან დიდი მადლობა შენგელიას ყველაფრისათვის, რაც მან საქართველოს ნაკრებისთვის გააკეთა, ალბათ რომ არა ის, ჩვენი ნაკრები ახლა ამ დონეზე არ იქნებოდა, მაგრამ დღეს, აი ამ წუთს მას მამუ სჯობია 4 ნომრის პოზიციაზე, ძალიან ბევრჯერ კარგავს ბურთს, ძალიან ქაოტურია ჩვენი ნაკრები, როცა ის მოედანზეა, თითქოს მამუს იგნორს უკეთებს, მე ასე მომეჩვენა, იმედია ვცდები. მოკლედ რომ გითხრათ: აქცენტი უნდა გაკეთდეს მამუკელაშვილზე და არა შენგელიაზე. სროლაა და შენგელიას მაჯა ძალიან უხეში აქვს, შესვლებია და არც მაგაშია მამუზე ძლიერი, ოდნავ ვითომ დაცვაში უფრო აქტიურია თოკო, მაგრამ საბოლოო ჯამში მამუ ბევრად ეფექტური და სარგებლიანია ნაკრებისათვის, ვიდრე თოკო. არაფერი პირადული, პირიქით, ქედს ვიხრი შენგელიას გმირობებზე, რაც მან გააკეთა ჩვენი ნაკრებისთვის, მაგრამ დღეს მამუ უკეთესი კალათბურთელია, ვიდრე შენგელია. ეს პრობლემა მწვრთნელის გადასაწყვეტია. შენგელია კაპიტნად, მამუ 4 ნომრად სასტარტოში.
ბადრი
14 აგვისტო 2023 14:24
6
რომელ არხზე იყო?
ილიავარ...
13 აგვისტო 2023 22:31
6
მაგ არხს ალბათ თქვენი ტელევიზორი ვერ იჭერს
გიორგი
14 აგვისტო 2023 15:38
0
იქნებ დაგვისახელო პატივცემულო ვინ გვყავს ეს გამთაბაშებლები, ჩვენც გაგვაცანით, არ მითხრათ ახლა ესპანეთის მე-4 ლიგიდან ვერ ამოსული ბულაშვილიო.
vaahahas
14 აგვისტო 2023 22:46
0
ჩვენს ნაკრებს წარმატებები მსოფლიოზე! ერთი შეკითხვა მაქვს ადმინ? ფლეშსქორეზე წერია რომ ჩვენი ნაკრები დღეს ეთამაშება ირანის ნაკრებს, მაგრამ არც გუშინდელ კომენტატორების უხსენებიათ და არც თქვენ. გაგვაგებინეთ თუ შეიძლება შედგება თუ არა მატჩი ირანთან?
სკარიოლა
14 აგვისტო 2023 13:52
0
დახურული თამაშია, ასე ვთქვათ ვარჯიშის ტიპის სპარინგი
გიორგი
14 აგვისტო 2023 15:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული