მსოფლიო ჩემპიონატის წინ FIBA-მ საქართველო საკუთარ ვებგვერდზე წარადგინა

AutoSharing Option
მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანო FIBA მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ მისი მონაწილე ნაკრებების წარდგენას აწარმოებს. რიგი გუნდების შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგა და რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ FIBA-ს ექსპერტები ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებზე…

“საქართველოს მსოფლიო პირველობაზე დებიუტი ექნება და ეცდება, დაამტკიცოს, რომ მისი ადგილი სწორედ დიდ სცენაზეა. გუნდის ლიდერები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი იქნებიან, რომელთაც ევროპული ზონის კვალიფიკაციაში შედეგიანი მატჩები ჰქონდათ. შენგელია საშუალოდ 19.5 ქულასა და 7.6 მოხსნას აგროვებდა, შერმადინი კი – 16.3 ქულას.

ამ ორ ვარსკვლავს
ემატებიან: ახალგაზრების ტანდემი გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის შემადგენლობით, გამოცდილი მცველები დუდა სანაძე და თად მაკფადენი და 22 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი.

რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მათთან ერთად? 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტანტებმა – მონტენეგრომ და ჩეხეთმა, შესაბამისად, 25-ე და მე-6 ადგილები დაიკავეს. ჩეხეთმა მხოლოდ მეოთხედფინალში წააგო ავსტრალიასთან. რას მოახერხებს დებიუტანტის რანგში საქართველო, რთული სათქმელია.

ცხადია, მთელი რიგი ქართველი კალათბურთელების მაღალი კლასი ეჭვს არ იწვევს, თუმცა გამოცდილების ნაკლებობა და არცთუ ღრმა სათადარიგოთა სკამი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. სხვათა შორის, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე პირველად ითამაშებენ: ლატვია, სამხრეთი სუდანი და კაბო-ვერდე, ასე რომ, ამ მხრივ საქართველო მარტო არ იქნება.

ცხადია, რომ ნაკრების ლიდერებს მოედანზე ძალიან დიდი ხნით ყოფნა მოუწევთ. საუბარია ისევ და ისევ შენგელიაზე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია და ესპანური ლიგა ენდესას MVP-ს ტიტულის მფლობელ შერმადინზე. სხვებმაც, მათ შორის, ბითაძემ, მამუკელაშვილმა, მაკფადენმა და სანაძემ საკუთარი როლი მაქსიმალურად კარგად უნდა შეასრულონ. ცხადია, ბევრი რამ თადის შორეულ ტყორცნებზეც იქნება დამოკიდებული.

საინტერესოა, რომ ევრობასკეტი 2022-ზე საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი მამუკელაშვილს ჰქონდა. ის საშუალოდ 15.2 ქულასა და 11.0 მოხსნას აგროვებდა. ყველაზე მაღალი ეფექტურობის კოეფიციენტი ბითაძეს (13.8) აღმოაჩნდა 10.0 ქულითა და 6.8 მოხსნით. მაკფადენმა შესარჩევ ციკლში 12-ივე მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 18.8 ქულა, 3.6 მოხსნა, 4.3 პასი და 1.3 ჩაჭრა ჰქონდა. საერთო ჯამში, ეს მნიშვნელოვანი ბირთვია, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრების მთავარი სუსტი წერტილი სათადარიგო მოთამაშეებია. გასულ ევრობასკეტზე, რომელზეც შენგელიამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ლიდერებზე დიდი დატვირთვა მოვიდა. მაგალითად, მამუკელაშვილი და მაკფადენი საშუალოდ 35 წუთამდე თამაშობდნენ.

აღნიშნული, შესაძლოა, მართლაც იქცეს პრობლემად ისეთ ტურნირზე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია. ეს ხომ მომქანცველი შეჯიბრებაა, რომელიც როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მზადყოფნის მხრივ დიდ ამტანობას ითხოვს.

ამის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ საქართველო ჯგუფში ვენესუელასთანა და კაბო-ვერდესთან ერთად მოხვდა, მაინც ტოვებს შანსს, რომ ტურნირზე ძლიერი სტარტი იქნეს აღებული. ოღონდ კვლავაც დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრების წარმატებაში საკუთარი წვლილი სათადარიგო კალათბურთელებმაც უნდა შეიტანონ”.

საქართველოს ნაკრები ბოლო 10 მთავარ საკალათბურთო ფორუმზე

2011 ევრობასკეტი – მე-11 ადგილი
2012 ოლიმპიადა – არ უთამაშია
2013 ევრობასკეტი – მე-17
2014 მსოფლიო ჩემპიონატი – არ უთამაშია
2015 ევრობასკეტი – მე-15
2016 ოლიმპიადა – არ უთამაშია
2017 ევრობასკეტი – მე-17
2019 მსოფლიო ჩემპიონატი – არ უთამაშია
2021 ოლიმპიადა – არ უთამაშია
2022 ევრობასკეტი – 21-ე

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი ნათქვამი ხომ არ არის ამ სტატიის ბოლოში კარგად ჩანს საქართველოს ნაკრები როგორ მიდის უკან 11 ადგილიდან 21 ადგილზე გავედით 18 წლამდელებიც და 21 წლამდელებიც ასეთი რეიტინგით იწევნ უკან.
გამოდის ფედერაციაში რაღაც ვერ არის საქმე კარგად.ირანს მოუგეთ გაგვიხარდა იორდანიას მოუგეთ გაგვიხარდა და მონტენეგროს კაი გუნდი ყავს...ასე რომ მიკერძოებულები ნუ ხართ
აბდულა
17 აგვისტო 2023 19:48
1
შერმადინი რომ გაიხსნას უერტასის დონის გამთამაშებელი გვინდა...შენგელია ფორმაშია...გოგას სათამაშო დროის გამოცდილება არა აქვს ტრამვებიდან გამომდინარე...მაკფადენი არა პროგნოზირებადი გამთამაშებელია არა სტაბილური...სანდრო კარგ ფორმაშია და ჩრდილში დგას იმიტომ რომ გუნდი შენგელიაზე მუშაობს...როგორც ფაჩულიას დროს იყო...ანდრონიკაშვილიც არასტაბილურია გამოჩნდა თბილისის ტურნირზე...სანაძე ესვრის ბევრს ჩააგდებს ცოტას....ზუროსის ხელში ნაკრებს არა აქვს შანსები...ჯგუფიდან გავალთ აუცილებლად მაგრამ შემდეგ....გყავდეს ერთდროულად გუნდში რატი სანდრო თოკო ბითაძე და შერმადინი და ვერ აერთიანებდე რაღა გინდა მწვრთნელად...კალათბურთელებით არავის ჩამოუვარდებით ვინც გვყავს...ამათ შეკვრა ჭირდებათ ერთ გუნდად.
აბდულა
17 აგვისტო 2023 17:24
8
კიდევ 1 რაღაცას გამოვყოფდი. ჩემი დაკვირვებით, შერმადინი მაშინ არის პროდუქტიული, როცა კონკურენტი არ ჰყავს შემადგენლობაში და მთელი გუნდი მასზე თამაშოაბს. აქ ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური ფაქტორია ჩემი აზრით. როგორც კი გუნდში ფაჩულია ან ბითაძე მოდის, შერმადინის აქტივობა იკლებს. უფრო სწორად ისეთი ეფექტური აღარ არის. იგივე ემართებოდა დიდ გუნდებშიც, სადაც რამოდენიმე მაღალი დონის ცენტრი იყო, სამაგიეროდ სრულად იხსნებოდა შედარებით დაბალი სტატუსის გუნდებში, ახლაც ზუსტად ასეთ გუნდში გამოდის.
აი უერტასის დონის გამთამაშებელი რომ გვყავდეს, თამამად ვიტყოდი, რომ ნებისმიერ ნაკრებთან ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებოდით და რაც მთავარია სტაბილურობა შეგვემატებოდა.
f
18 აგვისტო 2023 09:38
0
რატომ მეტი.კალათბურთელები არ წაიყვანეს მართლა რომელიმემ რომ ტრამვა მიიღოს ჩათვალე დარხეული აქვთ. თან ზედიზედ რამდენი თამაში უწევთ გადაიწვებიან დაემატათ სამი ოთხი კაცი რა დაშავდებოდა
Ucxo
17 აგვისტო 2023 13:09
10
მოკლე სკამში ,ზამენების ხარისხი იგულისხმება და არა რაოდენობა.რიცხობრივად მეტს ვერ წაიყვანენ. რაც შეეხება ხარისხს,სხვა ვინ უნდა წაეყვანათ რაც არაა ? დონჩიჩი თუ მარკანენი ? ))))
დავითი
17 აგვისტო 2023 15:12
1
და სამწამიანში არ წავალთ თამაში როგორც ევრობასკეტზე, მით უმეტეს დაცვაში თამაშისას, განმეორებითი და განმესამებით შანს რომ აძლევ შემტევმა ჩაგიგდებს ბოლოს და ბოლოს აბა რა იქნება
ქორ-პარიკმახერი
17 აგვისტო 2023 09:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული