არის! საქართველოს ნაკრებმა კაბო ვერდე გაანადგურა და პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო ვერდე 85:60 გაანადგურა.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირველ ხუთ წუთში ნერვიულობის ფონზე საქართველომ შედეგიანად თამაში ვერ მოახერხა, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა ცინცაძემ, მამუკელაშვილმა და ბითაძემ ყველაფერი შეცვალეს. პირველი მეოთხედი ჩვენი გამარჯვებით 20:11 დასრულდა.

მეორე მეოთხედიც საქართველოს უპირატესობით დაიწყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა მოახერხეს და კაპე ვერდეს უპირობო ლიდერი, ედი ტავარესიც გაანეიტრალეს, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა პირველი ქულები მეორე მეოთხედის
დასრულებამდე 4:45 წუთით ადრე მოახერხა.

მესამე მეოთხედში ილია ზუროსმა ხუთეული შეცვალა, ამჯერად მოედანზე ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო სწრაფი და აგრესიული გახადა, პერიოდი კი სანდროსა და თორნიკეს ენდვანებით დაიწყო, მთელი მეოთხედის განმავლობაში (რამდენიმე მომენტში სწრაფი შეტევა გაგვეპარა) საქართველო კარგ დაცვას თამაშობდა, ბოლო წამზე კი დუდა სანაძემ პერიმეტრიდან მესამე სამქულიანი ჩააგდო და 70:37 მოვიგეთ.

მეოთხე მეოთხედში ზუროსმა მოედანზე ლიკლიკაძეს, ბერიშვილსა და ტურძილაძეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, "ლურჯმა ზვიგენებმა" დასკვნით 10 წუთეულში უკეთ ითამაშეს, თუმცა სხვაობა მაინც გამანადგურებელი იყო.

სტატისტიკა:

თორნიკე შენგელია - 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა

გოგა ბითაძე - 15 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა

დუდა სანაძე - 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა

სანდრო მამუკელაშვილი - 10 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა

გიორგი შერმადინი - 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება

გიორგი ცინცაძე - 8 ქულა, 1 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

რატი ანდრონიკაშვილი - 7 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

ტედ მაკფადენი - 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა

გიორგი ტურძილაძე - 2 ქულა

ლუკა ლიკლიკაძე - 2 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა

მიხეილ ბერიშვილი - 1 ქულა, 1 ჩაჭრა

კახა ჯინჭარაძე - 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

მკითხველის კომენტარები / 30 /
კაბო ვერდე პატარა სახელმწიფოა, შეურაცხოფას ნუ მივაყენებთ, არ არის საჭირო "განადგურება". მითუმეტეს არავინ იცის, ჩვენ რა გველის.

სამართალი
27 აგვისტო 2023 10:43
1
22 დაკარგვა ამ სოფლის გუნდთამ ძაან ბევრია!!!
მეიცა
26 აგვისტო 2023 21:17
7
კი, გეთანხმებით, მაგრამ ადრე ეგეთ გუნდებთანაც ძლივს ვიგებდით. ცოტა პროგრესი არის. იმედი მაქვს უფრო დაიხვეწებიან. მე ვფიქრობ, უკწთესი მწვრთნელის პირობებში, ამ ბიჭებით კარგი გუნდის გაკწთება შეიძლება.
გიორგი
26 აგვისტო 2023 23:51
1
იქნებ თამაშის დაწყების დრო მიუთითოთ ხოლმე. ამ "დალოცვილ" დედამიწაზე ფეხბურთის გარდა სხვა სახეობების სპორტიც არსებობს, თქვენ წარმოიდგინეთ
S.K.K.
26 აგვისტო 2023 18:01
3
ეს არი ბარსელონა წნორის მილანი ტქვენს პპპპპპპპპპპპპპპ
pepe
26 აგვისტო 2023 17:51
11
გამარჯვება რა თქმა უნდა ყველას გვიხარია, მარა ზოგიერთი, რომ ავტორს ამუნათებს ამ მოგების მერე უარყოფითი, როგორ დაგცდაო სასაცილოა და მეტი არაფერი სწორედ გამარჯვების დროს უნდა გამახვილდეს ყურადღება იმაზე რაც გამოსასწორებელია, აბა წაგების მერე იყვირე და წერე რამდენიც გინდა მაინც ვეღარაფერს გამოასწორებ. წარმატებები ბიჭებს და მადლობა ავტორს.
რრრ
26 აგვისტო 2023 17:49
1
ქვევითაც დავწერე კომენტარი და კიდე ვწერ, ჩვენ ყველას გაგვიხარდა და გვეამაყება ეს გამარჯვება და ჩვენი სამშობლო. მაგრამ ძალიან გავბრაზდი სათაურზე რომ გავანადგურეთ , როცა არის ტყუილი. ეს ისეა რომ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მოუგოს სან მარინოს, და დაიწეროს გავანადგურეთ და ჭკვაზე არ ვიყოთ. განადგურება ქვია ბულგარეთს რომ მოვუგეთ გასვლაზე ფეხბურთში. რააც შეეხება ამ თამაშს ვეთამაშეთ ყველაზე სუსტ გუნდს, და ამ თამაში ინდა გვევარჯიშა სროლებში და არა ჯარიმების ჩაგდებაში, როცა სლოვენიასთან თუ რამე გაააკეთე გჭირდება სამნქულიანები და ზუსტი სროლები. ამ თამაში ჯარიმებს ვისვრიდით, თან ბოლო მეოთხედიბ8 ქულით ეავაგეთ და კიდე გავანადგურეთო. არ ნახეთ ვენესუელამ რა კარგად ითამაშა??? ეგ ვენესუელა გადაუვლის მინნ30 ქულით რაც გამოადგება ჩვენს მიმართებით. ამაზე ხომ უნდა გააანძრიოს ტვინი ზუროსმა და მარკოიშვილმა. როცა გვყავს კარგი კალათბურთელები. მერე კიდე ითარსება, ასე იყო ხვიჩაზეც იმენა ამ გვერდმა დათარს აპრილ მაისში ჯსეთ სისულელე სათაურებს წერდნენ ჩვენ ხვიჩაზე. მაქვს იმედი რომ სროლებს გამოასწორებენ, და არ აჯარიმების იმედათ ვიქნებით
Beqa
26 აგვისტო 2023 17:38
10
გილოცავთ, დასაწყისი კარგია.
მე არც სლოვენიასთან ვარ უიმედოდ.
მიუხედავად იმისა, რომ დონჩიჩი ყავთ, ძალიან დიდი ძალა დააკლდათ ჩანჩარისა და დრაგიჩის სახით.
ჩემი აზრით ტყუილად დაღალა მე-2 ტაიმში ლიდერები ზუროსმა.
იმდენად სუსტია კაპო ვერდე, რომ მას ჩვენი სათადარიგოებიც მოუგებდნენ.
კარგი იქნებოდა სტატისტიკაში სათამაშო დროც დაგეწერათ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიან პერსპექტივაში.
დდ
26 აგვისტო 2023 17:22
3
უდიდესი წარმატებები მომავალშიც ჩვენს ბიჭებს!
ვახო...
26 აგვისტო 2023 16:58
0
ვაახ ცავატანემ ყოჩაღ გრუზია გამახარეთ რა.მთელი ავლაბარი ვნერვიულობდით.ტაკ დერჟატ ბრატცი.
robert22
26 აგვისტო 2023 16:36
8
გილოცავთ ბიჭებო! ბუმ საუკეთესო მატჩი დადო ბოლო 10 წლის განმავლობაში. თოკომ სამწუხაროდ ბევრჯერ დაკარგა ბურთი,მაგრამ იმედია დალაგდება. მამუ და გოგა იყვნენ ჩემი აზრით საუკეთესოები.დანარჩენს სლოვენიასთან ვნახავთ.გუნდი იგებს და გუნდი აგებს! ამიტომ წინ მორიგი გამარჯვებებისკენ!ღმერთი ჩვენკენ
BOSS
26 აგვისტო 2023 16:31
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული