"წასვლასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დარჩენასთან" - გვარდიოლამ "სიტის" 2025 წელს დატოვება დააანონსა

AutoSharing Option
გუშინ, 19 მაისს, "მანჩესტერ სიტიმ" "ვესტ ჰემი" 3:1 დაამარცხა და პრემიერლიგის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიგო.

მატჩის შემდეგ "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, კლუბს 2025 წლის ზაფხულში დატოვებს.

"სიტუაცია ასეთია, წასვლასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დარჩენასთან. კლუბის ხელმძღვანელებთან ვისაუბრებ, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ მომდევნო სეზონში ისევ აქ ვიქნები", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, გვარდიოლას "ქალაქელებთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

altგვარდიოლა: ფული რომ ყველაფერი იყოს, "იუნაიტედი" ყველა ტიტულს მოიგებდა

altგვარდიოლა: "არსენალი" ქულებს აღარ დაკარგავს, ერთი

ფრეც და პრემიერლიგის გარეშე დავრჩებით

alt"გვარდიოლას "ნაპოლის" გაწვრთნა ვთხოვე, იცით, რა მიპასუხა?" - "პარტენოპეის" ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული