საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 73:100 დამარცხდა.

ილიას ზუროსმა ანდრონიკაშვილს, მაკფადენს, სანაძეს, შენგელიასა და ბითაძეს უხმო. როგორც ხედავთ, ბერძენმა სპეციალისტმა გიორგი შერმადინი მეორე ხუთეულში გადასწია და თავიდანვე აგრესიული ცენტრით დაიწყო.

საწყის წუთებში ქართველმა კალათბურთელებმა აქცენტი სამქულიანზე გააკეთეს, თუმცა გადაწყვეტილებამ არ გაამართლა, მაგრამ თამაში არც გერმანელებს არ გამოსდიოდათ, 5 წუთის თავზე ანგარიში 9:9 გახლდათ. ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებს სროლა არ წაუვიდა, სამწამიანში არ იტვირთებოდნენ ჩვენი მაღლები, ამას დამატებული 5 დაკარგვა და
გერმანიამ ტაიმი 22:16 მოგვიგო.

მეორე მეოთხედში გერმანია სივრცეებს კარგად იყენებდა და პერიმეტრიდან გვსჯიდა, 4:20 წუთით ადრე თორნიკე ვოიტმანთან ჭიდაობისას ზურგით ცუდად დაეცა და სათადარიგო სკამზე გადაჯდომა მოუწია, ქართველებმა კი ეტაპობრივად სხვაობას ამცირებდნენ, კვლავინდებურად კარგი იყო მამუკელაშვილი, 1:07 წუთით ადრე კი საერთოდაც წინ გავედით, საბოლოოდ, პირველი ტაიმი 41:43 დავთმეთ.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სანაძის ნაცვლად მოედანზე მამუკელაშვილს უხმო, თორნიკე შენგელია კი დაბრუნდა და ტრავმას გადაურჩა. მესამე მეოთხედში გერმანელებმა პერიმეტრიდან მოუმატეს და 13 ქულით გაგვექცნენ, ბრწყინვალე იყო ანდრეას ობსტი, რომელმაც საკუთარ გუნდს 10 ქულა შესძინა, შემდეგ გერმანია 16 ქულით დაწინაურდა, თუმცა გერმანელების ბოლო შეტევა გიორგი შერმადინმა ჩაჭრა, ენდვანით დააგვირგვინა და დისაიდერი 10 წუთეულის წინ 13-ქულიანი ჩამორჩენით შევედით.

მეოთხე მეოთხედში მეტოქე პერიმეტრიდან შედეგიან სროლას აგრძელებდნენ, ფანტასტიკური იყო მაოდო ლო, რომელიც ბოლო მეოთხედამდე 0 ქულით მივიდა, შემდეგ კი 6/6 სამქულიანი ჩააგდო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა, თორნიკე შენგელიამ აქტივში 12 ქულა ჩაიწერა.

რაც შეეხება გერმანიას, როგორც გითხარით, მაოდო ლომ 18 ქულა ჩააგდო, დენის შროდერმა კი - 16.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, ავსტრალიასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 97 /
ზუროსმა,ბევრი შეცდომა დაუშვა, აქაც ჩვენთან ევროპის ჩემპიონატზეც და მსოფლიოზე. მსოფლიოს წინ რო კარგი მწვრთნელი მოეძებნათ ასე არ გავფარჩაკდებოდით არც სლოვენიასთან, და არც გერმანიასთან.
კახა
02 სექტემბერი 2023 22:33
0
ვააა გრუზიამ წაგო :(( არ არის ეს კალათბურთი ქართველების საქმე ელი. თქვენ კარგად გამოგდით ჯუდო,ედინობორსტვა რამე ეგეთი.შეშვით ბასკეტბოლს და მაგას მიხედეთ.არადა სომხეთში ისეთი ნიჭიერი ბავშვები არინ ბაკსეტბოლში და ნი ვკლადივაუტ დენგი რა :(((( არადა რეებს ვიზამდით ამ სპორტჩი ეხხხ.
robert22
02 სექტემბერი 2023 16:36
1
ყველაზე მაღალი სომეხი 180 სანტიმეტრია?! იქნება ჰოკეიში გეცადათ ბედი, ხარლამოვი, რაგულინი, მიხაილოვი ხომ ყველანი სომხები იყვნენ?!
ეხხხ!
02 სექტემბერი 2023 20:55
0
შავო არმენ, ბასკეტბოლში თქვენ გვჯობიხართ მაგრამ ტოლმა ჩვენია ზატო. კიდე ინდოელებთან მსგავსებაშიც გვჯობიხართ, მაგრამ მაცუნი ჩვენია ჯან
!
02 სექტემბერი 2023 20:40
0
ძალიან მიყვარს ქართველი კომენტატორ- ჟურნალისტების ფრაზა: სამქულიანი სროლები არ წაუვიდათ....სამქულიანების სროლა დონჩიჩს თუ სხვა კალათბურთელებს თურმე დედის რძით გადაეცათ, ხოლო ქართული შავი მთის ძროხის რძე არ შეიცავს სამქულიანებს.
ამას რომ წლების განმავლობაში ვარჯიში უნდა არ იცით? ყველაფერს რომ შრომა სჭირდება არ გაგიგიათ?
უცნაური ხალხი ვართ ქართველები.ყველაფერი ჰერი ჰარალოთი გვინდა და მერე გვიკვირს რომ ყველაფერში წარუმატწბლები ვართ.
Walter White
02 სექტემბერი 2023 15:05
0
საქართველოს ბანკმა თავისი სტრატოსფეეული პროცენტებით გაყვლიფა და გაანადგურა მოსახლეობა მათი დასპონსორებული ნაკრებიც ვხედავთ რა უსახურად და უჯიგროდ თამაშობს
s
02 სექტემბერი 2023 12:24
0
უი რა ამბობთ დამარცხდა. არ ველოდი. კაბო ვერდე ხომ გავანადგურეთ.ეხლა ფეხბურთიც მიყვება მალე. გუნდური არაფერი გამოგვდის არც სპორტი და არც სხვა რამე
დავით 67
02 სექტემბერი 2023 11:38
4
აგერ ლატვიამ ესპანეთი გამოაგდო. ბევრი კიდევ ნაკრებს იცავს მაგრად ითამაშესო. მთელი სამწვრთნელო შტაბია გასაშვები და გუნდი გადასახედი. ამ დონეზე რომ ქუჩის დონის კალათბურთსაც ვერ თამაშობენ ვერ დაცვაში და ვერც შეტევაში. სკამზე კიდევ კარგად ზიან ბევრი
simartle
02 სექტემბერი 2023 08:50
1
Სპორტი და მით უმეტეს კალათბურთი არ არის შენი საქმე და დროს რატო კარგავ.უყურე ბალეტს რაა...
Აბგდ-ს
02 სექტემბერი 2023 08:18
3
არ გაჩერდით; ჩვენი ბიჭები, ჩვენი ბიჭებიო და ეეე!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
02 სექტემბერი 2023 04:55
11
ანალიზი - ნული… გულისწყომა გასაგებია, მაგრამ შერმოს, თოკოს, ზუროსს, ბუს და ბიჭებს, საკალათბურთო “სანაგვეზე” რომ ყრით, შუბლის ძარღვი საერთოდ არ გაგაჩნიათ, თუ ჩაგწყდათ უდროოდ??? - ზრდილობიანად მადლობა მაინც გადაიხადეთ, რაც ამ კაცებმა საქართველოს წარმოჩენისთვის ოფლი ღვარეს და იშრომეს… გენაცვალეთ თქვენ, ჩვენო უმაგრესო და უძვირფასესო ვაჯკაცებო! წარმატებები გმირებო!!!
ირაკლი
02 სექტემბერი 2023 00:06
5
თამაში ჩააგდო უკანა ხაზზმა,კალათბურთში უკანა ხაზისათვის მინიმალური-7-8-3-ნი რომ ჩაეგდოთ- ქულა- ქულაზე წავიდოდა,
მაკმა-9-დან-1-ჩააგდო და...
ნაკრებში ცვლილებებიია საჭირო,მაგრამ ძირითადი პრობლემაა- შიდა ჩემპიონატის დაბალი დონე,მით მუდმივ სუსტი მენტალურად, ემოციურად არამყარი რეზერვი, რისი გამოსწორებისათვის საჭიროა, გვჭირდება- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება- განმტკიცება,ეკო-კის აღორძინება, ძიდა მრეწველობა,წარმოების სწრაფი გაუმჯობესებ, მით მოქალაქის ფინანსური,ეკო-რი მდგომარეობის ჰაუმჯობესება- განმტკიცება,რომ სპორტის ყველა სახეობაში კერძო ბიზნესი შვვიდეს,მით კონკურენცია, პასუხისმგებლობა გაიზარდოს... რისთვის გვჭირდება-სახელმწიფოში სამართლებრივი გარემო- წრსრიგი, მისთვის დემოკრატიულ- ინსტიტუციური მმართველობა- კანონის უზენა3სიბა- სამართლებრივი წესრიგი, მისთვის დასავლეთის გამოცდილება, თანადგომა, სტრლი პარტ- ბა... და არა-რუსული ტოტალოტარული, თუ ავტორიტარული, თუ ოლიგარქიყლი,კლეპტოკრატიუოი ...ე.ი. კრიმინალური მმართველობის სისტემა- რეჟიმები, როცა ფინანსები კლანს ეკუთვნის, ის განკარგავს და მხოლოდ ხელისუფლება- ძალაუფლების შენარჩუნებისათვის- პასუხის- არასოდეს გების-არაფრისათვის...

და ბოლოს- შეეშვით აქ ზიზღი,ბოღმის ნთხევას, პრობლემები არის, მაგრამ რა საჭიროა ზიზღით საუბარი, შეიძლება - ,,ეს და ეს არის გამოსასწობელუ, და შეიძლება ასე გამოსწორდეს...,, და არა,,გავნადგურდით,, ,,არ ვართ ღირსი, ,,სუსტი ნაკრები გვყავს, , რუსეთი, რუსეთის მაგივრად,, - ო, ვიცით ქართული მედუა სივრცეში ქართული სახელებით ,,მუშაობენ,,-ცენტრით ვლადიკავკაზი და საქრთველოს წარმატება ყველა სპორტის სახეობაში ბოღმა ახრჩობთ და...
აღარ ასრულებენ სიძულბილით ,,კომენტარებს,,- მოზანი- ქართველ ერში არასრულფასოვნების გაჩენა, მუდმივი დაპირისპირების ინსპსიიტრირება, სიძულვილის დამკვიდრება როგორც პოლიტიკა,ისე სპორტი,ყველა მამართულებით, მით საქრთველოს სახე-ფოს დაუსუსურება-პერსპეწტივების ბოლომდე მოსპობისათვის, რომ...
შეხედეთ მაინც სხვა ანგარიშებს- საბერძნეთმა 25 ქუკით წააგო, ესპანეთმა საერთოდ წააგო, ან...
მათ რა თქვან,როცა მათ ჩემპიონატებში დიდი ფინანსებია(?!)
ხო, რუსეთს მალე აზიის შესარჩევებში მოისროლებენ სპორტის ყველა სახეობაში,არ იმსახურებენ ევროპელ ერებთან პარტნიორობას- სიძულვილით,ბოღმით სავსეებს რა ესაქმება ევროკავშირის თანამეგობრობასთან და ღრუსთმადიდებლებიც დაისვენებენ.
გლახუნა
01 სექტემბერი 2023 23:04
3
გლახუნა ლიბერასტო რას მიედ-მოედები. რომ დახტიხარ აქეთ-იქით და რუსეთსაც რომ აკვეხებ შიგადაშიგ. რა შუაშია რუსეთი ახლა? ვიცი როგორც აკავშირებ და ეგ აზრები რომ მოგდის თავში იმიტომ ხართ ტვინგამორეცხილები პროდასავლელები ანუ ლიბერასტები. შენ გგონია ესპანეთის და საფრანგეთის გავარდნის შემდეგ იქ არ არის კომენტარები რომ უვარგისი კალათბურთელები არიან? წაიკითხე ხოლმე და მიხვდები. ფეხბურთელებზე წაგების მერე როგორ ლაპარაკობენ და აკომენტარებენ. ამ ლიბერასტებს მართლა გონიათ რომ ევროპაში ხალხი არ იგინება, არ იფურთხება თუ რავიცი კიდე სხვა. მოიცა და საუდის არაბეთი არ გინდა? მოდი არაბთა ლიგაში შევიდეთ მათ უფრო მეტი ფული აქვთ და ჩვენც გვიწილადებენ ცოტას. თურმე ევროპა მიცემს ამათ ფულს ევროპაშ ი რომ შევლენ ბულგარეთი რა მაგრად არის ეკონომიკურად არა? კიდე ლიტვაც (ლიეტუვა არა ტუვა კიდევ). ლიტვიდან გარბის ახალგაზრდობა ეკონომიკური პრობლემების გამო.მოკლედ კიდე ბევრის დაწერა შეიძლება შენს დემაგოგიაზე მარა ეს წაიკითხე და ეს ისწავლე ჯერ
აკაკი
02 სექტემბერი 2023 16:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული