ოფიციალურად: საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი ალეკსანდარ ძიკიჩი გაწვრთნის. 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის ჰაპოელში დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან მუშაობის შემდეგ, გასული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად, ბერძენ სპეციალისტს, ილიას ზუროსს, მეორე ვადით გაგრძელებული კონტრაქტი ამოეწურა და სექტემბრიდან ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ალეკსანდარ ძიკიჩთან რამდენიმეთვიან მოლაპარაკებას აწარმოებდა, რა პერიოდშიც
არაერთი დეტალი შეთანხმდა და დაკორექტირდა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენი ნაკრების ინტერესების შესაბამისად გადაწყდა და იერუსალიმის ჰაპოელთან დაშორების შემდეგ სერბმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა.

კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში შეიკრიბება, რათა 2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მოემზადოს, რომლებსაც 23 თებერვალს ნესტვედში დანიასთან და 26-ში თბილისში სერბეთთან გამართავს.

მიუხედავად არცთუ დიდი ასაკისა, ძიკიჩი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. მისი კარიერა 1991 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1994 წლიდან ის პროფესიონალი მწვრთნელია. ბელგრადის "პარტიზანში" მთავარი მწვრთნელების (ნენად ტრაიკოვიჩი, დარკო რუსო, დუშკო ვუიოსევიჩი) ასისტენტად 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2005 წელს, ალეკსანდარ ძიკიჩი ნბა-ში გადავიდა და "მინესოტა ტიმბერვულვზში" დუეინ კეისის ასისტენტი გახდა. ძიკიჩი გახდა მეორე ევროპელი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის შემდეგ, რომელმაც ნბა-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია დაიკავა.

"მინესოტაში" 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2008 წელს, ალეკსანდარ ძიკიჩი ევროპაში დაბრუნდა და ლიუბლიანის "ოლიმპიას" მთავარი მწვრთნელი გახდა. ალეკსანდარ ძიკიჩმა სლოვენიის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო - ორჯერ "ოლიმპიაში", ხოლო შემდეგ კიდევ ორჯერ - ნოვო მესტოს კრკა-ში. ძიკიჩის გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წელს გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბას ევროჩელენჯის თასი მოიგო. გასულ, 2022-2023 წლების სეზონში, ძიკიჩის წინამძღოლობით ჰაპოელმა ფიბას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანულ "ტელეკომთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

სერბი სპეციალისტი სხვადასხვა წელს წვრთნიდა ლიეტუვოს "რიტასს" (ლიეტუვა), "პარტიზანს" (სერბეთი), "ბუდუჩნოსტს" (მონტენეგრო), "ესტუდიანტესს" (ესპანეთი) და ჰაპოელს (ისრაელი). სანაკრებო დონეზე ძიკიჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები (2014-2015) გაუწვრთნია, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალეკსანდარ ძიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსთან ერთად ბოლო წლებში მუშაობდნენ. ბოისა საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე "რუსთავის" მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი ევროლიგის კლუბ "მონაკოში" - საშა ობრადოვიჩის ასისტენტი.

GBF
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბოისა რას აშავებს ეგ ხო არ დააყენებინებს სასტავს, ასისტენტად რა მოხდა. თან ეგ ისეთი "მძიმე წონაა" არა მგონია ვინმეს სასტავი დააყენებინოს ან რამე გააკეთებინოს. ეგ იქნება უპირობო დიქტატორი სანიოლივით ჩვარი კი არაა
Iverson
05 იანვარი 2024 01:03
2
აქ აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა-რუსული მენტალიტეტი მეფობს. და ამათ ხელში ჩვენ ევროკავშირში გვინდა შესვლა. აი ეს არის ტრაგედია.

ბოისას რაც შეეხება, როცა კალათბურთელი იყო და ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, არ შავდებოდა ამით? მასზე გაცილებით კარგი კალათბურთელები შეკრებაზეც კი არ მიყავდათ. ე.ი. იმ კალათბურთელების ნაცვლად, რომლებსაც მართლა შეეძლოთ სარგებლობა მოეტანათ ნაკრებისთვის, ან ელემენტარულად გამოცდილება მაინც მიეღოთ, აი ამ ჩვარს ათამაშებდნენ. ასეთი უარყოფითი სელექციის შედეგია ის, რომ საშუალო დონის გამთამაშებელი დღემდე არ გვყავს.

იგივე შეიძლება ითქვას ზუსტად 'მწვრთნელ' ბოისაზეც.

და ყველაზე დიდი ტრაგედია რაა იცი, რომ შენნაირი ხალხი არსებობს ქვეყანაში, რომლებიც პირადი გამორჩენის ან სხვა რაღაც მიზეზების გამო, ამას ამართლებს ან თვალს ხუჭავს.
Iverson
05 იანვარი 2024 14:41
1
ზუროსის შედეგს სავარაიდოდ ვერ მიათწევს, მსოფლიოს 16 საუკეთესოში გასვლა ალბათ, ფიდხსნს მიუთწეველი იქნება, მაგრამ კარგი მწვრთნელია. თანაშრმწედ ბოისას თუ დატოვებს, ძალიან წაადგება.საქმეში ჩახედულიც არის და გუნდში ავტორიტეტი აქვს. დთეისაყვის საქატყველოში უკეთესი კანდიდატურა არ არის.
მერაბი
05 იანვარი 2024 00:12
7
ისე გესმის კალათბურთი როგორც მე კიორლინგი
ჯუბო
06 იანვარი 2024 00:11
1
ბოსას თვალები აქვს დაბინდული საერთოდ.რა უნდა მწვრთნელად ან ნაკრებში საერთოდ მაგას მაგრამ ძმა ყავს ფედერაციაში და მეგობრები ერთად გაზრდილები.მერე იტყვიან რატო გარბიან საქართველოდან საერთოდ.
ვინც არ უნდა ჩამოიყვანონ რითი გვინდა ფონს გასვლა? კითხეთ ბოისას საქართველოში ან მის გარეთ ვინ გვყავს 20 წლამდელებში ან 18 წლამდელებში რომლებმაც ბ ლიგაზე 13 18 ადგილებზე გავიდნენ.მომავალი თაობა მოკლეს ზოგიერთებმა იმიტომ რომ თავისზე უკეთესი არ გაუხარდებათ მაგრამ მაინც მოდიან მათზე 1000 ჯერ უკეთესები.
ადამიანი
04 იანვარი 2024 22:45
5
მარაზმი გრძელედება.
გიხაროდენ, ბოისა დაგვებედა საახალწლოდ.
rr
04 იანვარი 2024 22:27
5
ჯიკიჩის მთავარი პირობა ყოფილა ბოისა დამინიშნეთ ასისტენტად, მაგის იმედი მაქვსო, თორემ საერთოდ არ გამოვიხედავ საქართველოსკენო
ხვიჩა
04 იანვარი 2024 20:16
8
Es boisa latareashi gvergo moashoret nakrebs muqtaxorebi geyofat raaa
Lasha
04 იანვარი 2024 19:58
5
Boisa sanamde unda atriot?boisa gzebs tu aswavlis anu gidad tu gamoadgeba.kai xinkali, mwvadi da xachapuris adgilebs tu aswavlis.xizanam fexburti mainc I tamasha da boisam ra qna icis vinmem?
Gia
04 იანვარი 2024 19:49
5
იგივე ხდება რაც ფეხბურთში მწვრთნელი მოდის სტაფის გარეშე, ფაქტიურად ბოისა და მარკოიშვილი გადაწყვეტენ ყველაფერს და ძიკიჩიც ბუტაფორია იქნება როგირც სანიოლი
suxumchanin
04 იანვარი 2024 18:13
18
ჯიკიჩი არის სწორი, "ჯ" და არა "ძ". სხვა დროს, გთხოვთ გაასწოროთ.
გიო
04 იანვარი 2024 18:03
1
მწვრთნელი აშკარად პროფესიონალი და გამოცდილია.. აი ბოისასი კი ვერ გავიგე “მოგებული” აქ ნაკრებთან ერთად ყოფნა… ზუსტად რო “ ყოფნა” და არა მუშაობა.. მოთამაშე იყო და ტყუილად იყო იქ , ასისტენტი იყო და იქაც ტყუილა.. რა მაფიაა??
რიგითი
04 იანვარი 2024 17:59
6
ძმა მუშაობდეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად და შენც იქნებოდი ნაკრების ხელმძღვანელობაში )))))
ხვიჩა
04 იანვარი 2024 20:12
3

სიახლეები პოპულარული