საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი საშინაო მატჩი გიორგი ცინცაძისთვის ბოლო იქნება! ეროვნული გუნდის რეკორდსმენი მოთამაშე სანაკრებო კარიერას ასრულებს. ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სერბეთთან, გიორგი ცინცაძისთვის 217-ე იქნება. ჩვენი გამთამაშებელი ყველა სახეობაში, საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებული თამაშებით ქვეყნის აბსოლუტური რეკორდსმენია! გიორგი ცინცაძემ პირველი სანაკრებო მატჩი 2004 წელს, ფინეთის წინააღმდეგ, გამართა და მას შემდეგ იგი ეროვნული ნაკრების ყველა მიღწევისა და წარმატების მონაწილე იყო!
ეროვნული ნაკრებიდან გიორგის გაცილებაში მონაწილეობა კალათბურთელებთან ერთად იმ გულშემატკივრებსაც შეეძლებათ, რომლებიც 26 თებერვალს სერბეთთან გასამართ მატჩს დაესწრებიან!
GBF.GE
ისე , სანიკიძის არ იყოს,გადაეკეთებინა პასპორტში წლოვანება და ეხლაც იქნებოდა 28 წლის))))
ყოველთვის ნაკრების ინტერესებს კლუბისაზე წინ აყენებდა და ჩამოდიოდა ხოლმე ნაკრებში!
მახსოვს ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ კლუბებმა ორჯერ კონტრაქტი გაწყვიტეს, თუმცა ამის მიუხედავად არჩევანი პირად კარიერაზე არასდროს გაუკეთებია და ნაკრებში ჩამოსვლაზე უარი არ უთქვამს!
დიდი მადლობა გიო თავდადებისათვის!
წარმატებები!