საქართველოს ნაკრები დანიაში სოლიდური დანაკლისით მიემგზავრება. მოგეხსენებათ, ალექსანდრე მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებიან, ისევე, როგორც ნბა-ს ყველა ევროპელი მოთამაშე თავის ნაკრებს. თუმცა ჩვენს ნაკრებს კიდევ 2 მოთამაშე ტრავმის გამო აკლია –
თბილისურ შეკრებაზე იყვნენ, მაგრამ სათამაშო კონდიციაში არყოფნის გამო ნაკრებს დანიაში ვერ გაჰყვნენ დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი.
ეროვნულ ნაკრებში დაგეგმილზე ადრე ჩამოვიდა და 2 ვარჯიში ჩაატარა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომლის გუნდიც იტალიის თასის გათამაშების პირველ წრეში მოულოდნელად დამარცხდა და კაპიტანიც დაუყოვნებლივ ეროვნულ გუნდში გამოემგზავრა. გუშინვე ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში იყო ჩვენი ნაკრების ახალწვეული, ამერიკელი ჯოზეფ (ჯო) ტომასონი, რომელიც ევროლიგის კლუბ "მაკაბიში" გადავიდა, თუმცა ამას მისთვის საქართველოში ჩამოსვლაში ხელი დიდად არ შეუშლია. ტომასონმა "მაკაბიში" სადებიუტო მატჩი 14 თებერვალს ითამაშა და ორ დღეში საქართველოში გამოემგზავრა. მან ჩვენს ეროვნულ გუნდში 18 და 19 თებერვალს სრულფასოვანი ვარჯიშები ჩაატარა.
ალეკსანდარ ჯიკიჩს სამწვრთნელო შტაბში ჰყავს ანატოლი ბოისა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილი ჩვენს ნაკრებს დანიაში, მონაკოდან შეუერთდება, სადაც, მოგეხსენებათ, ევროლიგის ამავე სახელწოდების კლუბში მთავარი მწვრთნელის, საშა ობრადოვიჩის ასისტენტია. საქართველოს ნაკრები დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩაფრინდება, საიდანაც ავტობუსით 40 კილომეტრში მდებარე პროვინციულ ქალაქ ნესტვედში ჩავა. მატჩიც ნესტვედში 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GBF.GE
ჩემი გამოცდილებიდან კალათბურთის აკადემია 208სმ სიმაღლის ბავშვსს არ გაზრდის იმიტომ რომ პატრონი არ ყავს საშინელებაა.7 წელი იყო აკადემიაში და ბოლოს მითხრეს სუსტია და გამოვიყვანე იმიტომ რომ ფული არ მქონდა ბევრი.ამიტომ არის
სერბეთი, საქართველო, ფინეთი, დანია - ესაა ჯგუფი და 2 გუნდი გადის.
ფინეთი როგორც მასპინძელი ისეა დაშვებული, ასე რომ დანარჩენმა 3 გუნდმა უნდა გავინაწილოთ 2 საგზური