საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
თავიდანვე ფავორიტები ვიყავით და 13 ქულით რომ ვიგებდით, საქართველოს წაგების კოეფიციენტი კი იქნებოდა 15.0. ეს ისე, ინფორმაცია კ რაზმიშლენიუ!!!
vah vah vah
23 თებერვალი 2024 23:41
6
პრაქტიკულად ისტორია დავწერეთ, ოღონდ დანიის სამეფოსი.
WTF
23 თებერვალი 2024 23:40
0
შენგელია და შერმადინიც რომ გავაცილოთ ნაკრებიდან იმის დროა! რაც შეეძლოთ გააკეთეს, რას ვემართლებით, ამდენი წელი ძალ-რონე არ დაუზოგავთ და ამდენი სიხარული მოუტანეს საქართველოს! ყველა ლებრონ ჯეიმსი ვერ იქნება! არ მემეტებიან ასეთი სამარცხვინო წაგებებისთვის! ისე რა საშინელება უნდა ხდებოდეს საქართველოს ჩემპიონატზე, რომ ამდენი ხნის მანძილზე ერთი მოთამაშეც კი ვერ გაიზარდე საშუალო ევროპული დონის! კატასტროფა! გაყიდულ თამაშსაც კი არ წააგებდა გუნდი ასე სამარცხვინოთ!
იმედი
23 თებერვალი 2024 23:40
5
საბანძეთი! შერმადინი უზანტესი, 3 სმ ნახტომით, დათვალეთ ვინმემ რამდენი მოხსნა გააკეთა საკუთარ ფარზე! სამაგიეროდ 15 მოუხსნეს!ასე გრძელდება უკვე 5 წელია, დაკარგვები გუნდს უამრავი, მათ შორის შენგელიას. მოკლედ რაა! რა საბანძეთიც იყო ბოლო წლებში იგივეა. ეს დებიუტანტები მომეწონა და ახალი ლეგიონერიც. მაგრამ ისეთი გაბრაზებული ვარ აქ არ გამოიყენებენ რასაც ვფიქრობ!
ბს
23 თებერვალი 2024 23:38
3
ძალიან გთხოვთ ეს ბითაძე და მამუკელაშვილს ნუღარ ახსენებთ . არც იქ თამაშობენ და არც ნაკრებს ეხმარებიან. რა აზრი ააქვს მათ ყოპნას. ეს ნაკრები ვერსად ვერ გავა მარტო შენგელიათი და ამიტომ მათ საერთოდ არ მოუწევთ ნაკრებში თამაში. ერთი კარგი ლეგიონერი ხომ ვერ იპოვეს ამ ნაკრებში.
giorgi
23 თებერვალი 2024 23:37
2
დედა, რა იყო ეს ჰაა???
ირაკლი
23 თებერვალი 2024 23:36
1
მსოფლიოს 58-ე გუნდთან წაგება? ალიურა ბითაძე და ის წვერებიანი რატო არ თამაშობენ ბნა-ში სკამებს რო ხეხავენ
ბაბაიაგა
23 თებერვალი 2024 23:35
6
ეს მწვრთნელიღა გვაკლდა რაა, როგორ დროულ წუთშესვენებები აიღო, ღიპზე ეტყობა ნამდვილი პროფია!!! ვითომ ჩვენი არ გვყოფნიდა.... ეეეჰ
rigiti
23 თებერვალი 2024 23:34
2
ასეთი სუსტი ნაკრები საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. კრიტიკას ვერ უძლებს შერმადინისა და ჯინჭარაძის თამაში. ნატურალიზებულიც არაფრად არ ვარგა, მაგას ისევ ძველი ჯობდა. მწვრთნელმაც ვერაფერი შეცვალა. ასეთი თამაშით სერბეთტან შანსი არ გვაქვს
კახა
23 თებერვალი 2024 23:33
0
:)))))))))
:))))
23 თებერვალი 2024 23:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული