14:00 21-02-2024
დანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]
AutoSharing Option
ნაკრებში ამ ციკლში პირველად ივარჯიშა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც დანიაში ჩასულ ნაკრებს სასტუმროში დახვდა. ნაკრებს ვარჯიშის დროს შეუერთდა ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ნესტვედში მონაკოდან ჩამოვიდა.
"ნესტვედ-არენა" მულტიფუნქციური კომპლექსია, სადაც უმეტესად კონცერტები, საზოგადოებრივი შეკრებები, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება. 15 მარტს "ნესტვედ არენაზე" ამერიკის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ელიან, რომელიც დაინტერესებულ დანიელებთან საჯარო შეხვედრას გამართავს.
დარბაზის საკალათბურთო ყაიდაზე გადაწყობის პროცესი მიმდინარეობს და როგორც მატჩის ორგანიზატორებმა გვითხრეს, 21 თებერვლის დილისთვის ყველაფერი დასრულდება. საქართველოს ნაკრების მეორე ვარჯიში სწორედ ოთხშაბათს, დილის 11:30 საათზეა დაგეგმილი, რომელიც პირველი გენერალური სესია იქნება დანიაში ჩასული ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდისთვის.
GBF
უძრავი ქონება
99.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული
თქვენ ქართველ ფეხბურთელს ან კალათბურთელი თუ უნახიათ ან დაინტერესებულან....გადეცით ბევრი იტალიაშია და ბევრი ესპანეთში თან არასრუწლოვნები ...ხვიჩა მივიდა თქვენ ....სამარცხვინოებო