საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ სერბეთთან 63:76 დამარცხდა.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, მაგრამ ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამის მქონე საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებში ბოლო, 217-ე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ და ამ შედეგით აბსოლუტური რეკორდსმენია. მან ეროვნულ გუნდში 20 წელი იასპარეზა.

სტუმრების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რომლებმაც პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. შემდეგ ჩვენმა გუნდმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქე ფარზე ბრძოლას იგებდა, სწრაფ შეტევებს უკეთ ახორციელებდა და პირველი ტაიმი 31:38
დასრულდა.

დიდი შესვენების მერე ჯიკიჩის გუნდმა ანგარიში 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა ისევ მოახერხა სერბეთმა გაქცევა, დასკვნითი პერიოდის წინ 8 ქულით გავიდა წინ და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 19 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 13 - ტომასონმა, 6-6 - ცინცაძემ და ბურჯანაძემ, 5-5 - შერმადინმა და ოჩხიკიძემ, 4 - ჯინჭარაძემ, 3 - ფხაკაძემ, ხოლო 2 - კაკუშაძემ. სტუმართა გუნდში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გუდურიჩი იყო, 15 ქულა კი მარინკოვიჩის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ორი მატჩი წააგო და შემდეგ შეხვედრას 21 ნოემბერს გასვლაზე ფინეთთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს დანიას სახლში 89:85 სძლია.

altსაქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან

მკითხველის კომენტარები / 48 /
ბოდიშით მაგრამ აზრზე არ არიან კალათბურთის.
wtf
27 თებერვალი 2024 00:17
2
ნაკრები შვილივითაა რაც არ უნდა ცუდად მოიქცეს მაინც გეყვარება .... იმედია სამიანების სროლას ვისწავლით... წარმატებას გისურვებთ მომავალში... მადლობა ბუ...
912
26 თებერვალი 2024 23:33
5
პოპოვიჩმა გოლდენ სტეიტთან რომ წააგო პლეიოფის თამაში თქვა ეს არაა კალათბურთი მაგრამ სტეფ კარი რომ ჩემპიონის ბეჭედს იკეთებდა ალბათ არც აინტერესებდა გრეგის სიტყვები
912
27 თებერვალი 2024 11:42
0
მახსოვს (ახალგაზრდობაში) რა ჟინი, აღმაფრენა იყო: ჩვენი ბიჭების ელვისებური შეტევა ფარზე და წარმატების უზომო სიხარული. ახლა: ნახევრად სტატიკური მდგომარეობიდან სროლა და უცებ +3 ქულა; (კიდევ უფრო შორიდან +4 და ა.შ.) სადღაა კალათბურთი, დინამიკა, ელვისებური კომბინაციები? ვითომ ეს ჯობია? ცხადია, შორიდან სროლაც საქმეა, მაგრამ ასეთი გაფეტიშება? (3 იანები 2 იანებად რომ გადაკეთდეს, არ მივიღებთ დაახლოებით თანაბარ გუნდებს?! (გაგეცინებათ, ასე კი მეჩვენება).
ჯონდო
27 თებერვალი 2024 01:07
1
რა ქნა უცხოელმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა ისეთი, რასაც ქართველი მწვრთნელი ვერ იზამდა?! ისე კი ზუროსი დანმარკს მაინც მოუგებდა! ნატურალიზებურებზე უარი უნდა ვთქვათ, როგორც ლიეტუვამ და სხვებმაც - ამით ხელს შეუვუწყობთ ქართული კადრის აღზრდას პრობლემურ პოზიციაზე.
შალო
27 თებერვალი 2024 14:42
2
გიორგის დიდი მადლობა. დაკარგვები, აცილებული სროლები... კი ბატონო. აპა ლებრონის სტატისტიკა ნახეთ ნებისმიერ მატჩში.მას კი არ ვადარებ, არა. უბრალოდ გიორგის თავდადებისთვის, ბრძოლისთვის, მთელი სულის და გულის ჩადებისთვის ამ 217 მატჩში - ამისთვის ჩემგან მადლობა და პატივისცემა! წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში. შენ ისეთი ჯიგარი ხარ, ყველგან გამოადგები საქართელოს.
alexandre (alexandre fachuashvili)
27 თებერვალი 2024 10:18
2
სანიკიძე ნოემბრამდე დიდი დროა შეარჩიეთ კარგი უცხოელი ვისაც სროლა შეუძლია შორიდან, გაიხსენეთ თბილისში ბულგარელებს რომ ყავდათ მარტომ ითამასა და მოგვიგო. მოიძიეთ თუ გადასახდელია გადაუხადეთ და მოიყვანეთ, ამით კალათბურთს გამოვიყვანთ კრიზისიდან და მილიონობით გულშემატკივარს გავახარებთ.
ზურა
27 თებერვალი 2024 09:32
3
ამათაც დაიწყეს რაგბივით ჩაყვინთვა,
2 წელიწადში ასეთ სუნს დაყენებენ რაგბისტებიც,ეხლა დანია იქნება გრანდი თფუ სირცხვილია,ტომასონი :):):)ამაზე ფარჩაკი ლეგიონერი არ გვყოლია,აემ შერმადინს კიდე დაახვევინეთ ნაკრებიდან,ამაზე დებილი კალათბურთელი არასდროს ყოლია ჩვენს ნაკრებს,გუნდის ტორმუზია ტიპი,ამის მვპ არსად გაიშვას,გააყოლეთ ბუს...გულისამრევი ნაკრები გვყავს...
Kvekeskiri
26 თებერვალი 2024 23:44
17
შეტევის დროს გამთამაშებელს ბურთი რომ გაქვს სულ ზურგით რატომ უდგები, შე კაი კაცო პასს ზურგით ფარისკენ უფრო გააკეთებ თუ რო მოტრიალდა?!!! მარა არა შენ ზურგით უნდა იდგე გაწეული დრო ბოლო წამამდე და მერე ან დაკარგო ბურთი ან არაზუსტი გადაცემა გააკეთო!!!
TT
26 თებერვალი 2024 23:05
4
სერბეთს რომ ვერ მოუგებდა ეს ნაკრები არ იყო გასაკვირი და საერთოდ დაიწყო ჩვენი კალათბურთის რეგრესი რაც როდის დამთავრდება ვინ იცის...რაც შეეხება შერმადინს მას ტენერიფეში პასებით ამარაგებენ ისეთი ოსტატები როგორიცაა მარსელინო უერტასი, შერმადინი არც იოკიჩია და არც ემბიდი(სამწუხაროდ). და ვინ არის აქ ამ პასის მიმცემი??? 2 ჯერ მვპ ლიგა ენდესაში ისე ვერ გახდები. ეს ამერიკელი კი სრული კატასტროფაა, სად ნახა სანიკიძემ ან ვინ ნახა საერთოდ? სანიკიძეს დავიჯერო არ უტყდება ასეთი კალათბურთის ნაკრები(ალბათ არა). ნუთუ ფულის გაჭრაა ყველაფერი? კაცი ასე თამაშობდა კალთბურთს და ეხლა რას დაემსგავსა მის ხელში ნაკრები.ჯიქიჩი კი ალბათ წონით აიყვანეს ნაკრებში, აბა სხვა მიღწევა მაგას არ აქვს გარდა იმისა რომ გოგა ბითაძეს ბუდოჩნოსტის მწვრთნელი იყო ცოტა ხანი.
Maximus
27 თებერვალი 2024 10:25
3
სამ ქულიანებს ნებისმიერ თამაშში რომ საშუალოზე დაბალ დონეზეც ვერ ისვრი, კალათბურთის ეროვნული ნაკრები არ უნდა გერქვას, სამოყვარულო შეიძლება. ასეთ დროს ფედერაციამ წესით მსროლელი ლეგიონერები უნდა დაიმატოს, მაგრამ ნურას უკაცრავად ეს ხომ გონივრული ქმედება იქნებოდა.
ნიკა
27 თებერვალი 2024 13:49
2
ტომასონი "ნახოდკაა"!!! საინტერესოა ვინ და სად იპოვნა!!!
tngh
27 თებერვალი 2024 14:24
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული