საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ სერბეთთან 63:76 დამარცხდა.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, მაგრამ ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამის მქონე საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებში ბოლო, 217-ე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ და ამ შედეგით აბსოლუტური რეკორდსმენია. მან ეროვნულ გუნდში 20 წელი იასპარეზა.

სტუმრების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რომლებმაც პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. შემდეგ ჩვენმა გუნდმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქე ფარზე ბრძოლას იგებდა, სწრაფ შეტევებს უკეთ ახორციელებდა და პირველი ტაიმი 31:38
დასრულდა.

დიდი შესვენების მერე ჯიკიჩის გუნდმა ანგარიში 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა ისევ მოახერხა სერბეთმა გაქცევა, დასკვნითი პერიოდის წინ 8 ქულით გავიდა წინ და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 19 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 13 - ტომასონმა, 6-6 - ცინცაძემ და ბურჯანაძემ, 5-5 - შერმადინმა და ოჩხიკიძემ, 4 - ჯინჭარაძემ, 3 - ფხაკაძემ, ხოლო 2 - კაკუშაძემ. სტუმართა გუნდში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გუდურიჩი იყო, 15 ქულა კი მარინკოვიჩის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ორი მატჩი წააგო და შემდეგ შეხვედრას 21 ნოემბერს გასვლაზე ფინეთთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს დანიას სახლში 89:85 სძლია.

altსაქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან

მკითხველის კომენტარები / 48 /
წლიდან წლამდე პრობლემა ყოველთვის ხდება ბავშვური შეცდომების დაშვება. არ ვიცი ეს რის გამო ხდება, მაგრამ ფაქტია რომ ეს ხარვეზი რჩება გუნდში. და კიდევ, დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, უპრობლემოდ ათამაშებდნენ კომბინაციებს ჩვენს დაცვაში, ჩვენ კი ძლივს ვახერხებდით რამეს.
გიორგი
27 თებერვალი 2024 12:13
0
"ბ" ლიგაში დაგვაბრუნეთ ევროპელებო თუ შეიძლება..ჩვენი ადგილი იქააა
სლავა მინდელი
27 თებერვალი 2024 08:08
2
Sanikidze ras daamsgavse nakrebi.tomasoni da jikichi parlamentshi shegarchevies?olimpiada kiara evropaze neta movxdebit?shermadini aq kvdeba? Espanetshi mvipi a sul.
Gia
26 თებერვალი 2024 23:21
1
კიდევ კარგი შენგელია გვყავს, თორემ ვინ იცის რა ბანძი ნაკრები ვიქნებოდით!!! მოაშორეთ ეს მწვრთნელი რა ჯანდაბაა ერთი ნორმალური კომბინაცია ვერ დახაზა!!! ტუღუშმა თუ ამაზე მაგრად არ იმუშაოს მთავარ მწვრთნელად მე ვიყო მუსა დემბელე
TT
26 თებერვალი 2024 23:16
8
Bichebs brdzolistvis madloba!!!
L.J .
26 თებერვალი 2024 22:48
16
ტომასონიი :) :)
გიუშა
26 თებერვალი 2024 23:16
3
ეს თამაზიე არ დამანახოთ შემდეგ თამაშებში.
ttt
26 თებერვალი 2024 22:52
3
როგორ მინდოდა ხვიჩა ჩამოსულიყო და ეგულშემატკივრნა . მაგრამ არაუშავს
ქართლოსი
27 თებერვალი 2024 00:24
12
ეგულშემატკივრა თუ ეთამაშა?
ბოისა
27 თებერვალი 2024 01:17
0
ნბეივოუთ #ზაზაფაჩულია
კორკმაზი
26 თებერვალი 2024 23:08
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული