მამუკელაშვილის გარეშე - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები, რომელიც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, ტრენტოს თასზე იტალიასთან 68:79 დამარცხდა.

მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ფევაძე, შენგელია, ბითაძე. ჩვენი გუნდი 8:0 დაწინაურდა და მეტოქეს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება მოახერხა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 23:17 მოიგო. მეორე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაქცევა შეძლო და პირველი ტაიმი 37:30 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა, ბევრი დაკარგვები გვქონდა, ჩვენს გუნდს შენგელია და ბითაძე ლიდერობდნენ, ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი კი საუკეთესოდ ვერ ირჯებოდა. შედეგად,
ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 58:51 დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში ბითაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო - მან ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა და 11 მოხსნა), ჯიკიჩმა შენგელია (17 ქულა  და 7 მოხსნა) დაასვენა და იტალიამ, რომელიც სწრაფი შეტევებით გამოირჩეოდა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს მცირე დისკომფორტი აქვს და ამიტომ დაასვენეს.

altსაქართველოს ეროვნული ნაკრები ტრევიზოდან ტრეტოში იტალიასთან სათამაშოდ ჩავიდა

მკითხველის კომენტარები / 21 /
რაც იყო იმ დონის მაინც ხომ უნდა იყოს, თადის, რიჩი დიქსონის დონის, ეს რაა თუ უკეთესი არაა, ვაფშე არ გვინდა მაშინ.
თემო
24 ივნისი 2024 18:17
1
უცნაურია, როცა კომენტარებში ადამიანები უმაღლესი დონის უცხოელი კალათბურთელის აყვანას ითხოვენ. იმ უცხოელს არ ეკითხებით? უამრავი სამუშაოები ჩაატარეს, მაგრამ უკეთესი ვერავინ დაითანხმეს. რითი უნდა დააინტერესონ, საქართველოს მოქალაქეობით? სხვა ხიბლი არ აქვთ. ნაკრებში ხელფასის გადახდა ფიბა-ს რეგულაციებით აკრძალულია. მთელი სეზონი გადატვირთულ სპორტსმენს დასვენება ბევრად ურჩევნია, ვიდრე რომელიღაც უცხო ქვეყნის ნაკრებში თამაში, ვარჯიში და ტრავმის საფრთხე. ამერიკელისთვის სადღაც ნაკრებში თამაში არაფერს ნიშნავს.
თემო
24 ივნისი 2024 13:07
11
აბა მაშინ ჩრდილოეთ მაკედონიელები და ბულგარელები როგორ აინტერესებენ თავიანთ ამერიკელებს?

და მეორე -- აქამდე ვინც გვყავდა ამას ბევრად ჯობდა და ჩვენ როგორრა ვაინტერესებდით? ახლა უარესი ქვეყანა ვართ და აღარ მოდიან?

მოკლედ, ვინც საქმის კეთება იცის და თან არც ეზარება, ის აკეთებს! "არ გამოვა"-ს ძახილი ყველას შეუძლია და ესაა დედამიწაზე #1 "გასაპრავებელი" ტერმინი იმ ხალხისგან, ვინც საქმის კეთება არ იცის!
Miriani
24 ივნისი 2024 16:54
1
სანიკიძე, ეგ მწვრთნელი ავარჯიშე და მოასწრებს ოლიმპიადისთვის ფორმაში შესვლას. )))
გიო
24 ივნისი 2024 13:02
3
კაპუსტინი და დერიუგინი რომ გამოიძახოთ? ან მილოვიდოვი? გივი ბიჭიაშვილის მოსინჯვაც შეიძლებოდა სანაძის ადგილზე.))) სად პოულობთ ამ ხალხს,ვინმე აგვიხსნის? ბიჯო, სტუდენტური ლიგა სავსეა ქართველებით, იმათ მაინც დაუკავშირდით. ბოლო-ბოლო ბოისები ავარჯიშეთ და ეგენი მაინც მიეხმარებიან შენგელიას. )))
ქველმოქმედი ჩუქჩა
24 ივნისი 2024 12:58
3
ბებრებმა შეჭამეს ახალგაზრდობა პი რდაპირი გაგებით ...ნაკრებს მომავალი არ უნათებს თუ მიდგომა არ შეცვალა....ჩემს ბავშვზე ბევრი სუპერლიგის მწვრთნელისგან გაგებული მაქვს ყველაფერი აქვს ბავშვსს დიდი კალათბურთი ითამაშოსო...ფიზიკურად უნდა მოძლიერებაო ...მაგათ ყველაფერი აქვთ პროგრამა და დაფინანსებაც მე ვალებით მყავს მაგ დონეზე მიყვანილი...ხომ შეიძლებოდა გაეზარდათ...მაგრამ უპატრონობით ზის სახლში....თაობა აღარ იზრდება შევხედეთ და ვხედავთ 4 კალათბურთელის გარდა 8 მოთამაშე ჭ ლიგის მოთამაშეა...ეს გამოწვეულია ფულიანი მშობლებიდან ძალათ გაზრდილი შვილები..შედეგიც სახეზეა სკამი არ გვყავს და ასე შემდეგ.....შავი თეთრით უნდა შეიცვალოს თუ გვინდა წარმატების მიღწევა...
არ დაბლოკოთ
ადამიან
24 ივნისი 2024 12:22
4
და კიდევ ერთი,შავი კი არ უნდა შეიცვალოს თეთრით , შავი შავად უნდა დარჩეს და თეთრი თეთრად
Dato
24 ივნისი 2024 18:32
0
თქვენ სულ ასეთ კომენტარებს დებთ და ერთხელ იქნება დაწეროთ მაგ ბავშვის სახელი და გვარი. არ იფიქროთ ფედერაციად ან მწვრთნელებს ვიცავ
Dato
24 ივნისი 2024 13:01
1
ყველა გამოხმაურება
მაკფადენი დააბრუნეთ თუ შეიძლება გთხოვთ...ან ის რა ერქვა კრის პოლი
სლავა მინდელი
24 ივნისი 2024 11:35
1
დისკომფორტი არა ისა, ერთი ადგილის განძრევა ეზარებათ ჯ ლიგაში გადაღლილებს
მაიცა რა
24 ივნისი 2024 11:32
1
მამუკელაშვილი არაფერი. მთავარია ლონდარიძეს არ მოუვიდეს არაფერი
Gio
24 ივნისი 2024 11:05
3
statistika dadet ibiomat da konkretulad ra chirs mamukelashvils daceron.
Degraf
24 ივნისი 2024 10:31
1
გინდა ეს ანდრონიკაშვილი … დაკარგვის მეტს და ფაფხურის მეტს არაფერს არ აკეთებს… სამიანს ეგ ვერ აგდებს … პას ვერ აკეთებს …
ცოტნე
24 ივნისი 2024 10:19
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული