გუშინ, იტალიისა და ჰოლანდიის ამხანაგურ მატჩში აპენინელთა მთავარმა იმედმა, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ახალშენაძენმა სნაიპერმა დანილო გალინარიმ მარჯვენა, მსროლელი ხელი მოიტეხა და ევრობასკეტს გამოტოვებს.
შემთხვევა ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მოხდა, როცა ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის გალინარი და ჰოლანდიელი მოთამაშე ჯიტო კოკი (დუდა სანაძის გუნდელი "სან დიეგოში") იბრძოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, გალინარი ამ რთული ტრავმის კვალობაზე ადრიანად მომჯობინდება და "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ერთად, რომელთანაც ცოტა ხნის წინ 3-წლიანი და 65-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, ახალ სეზონს დაიწყებს.
თუმცა
ევრობასკეტზე, რომელიც სტარტს ზუსტად ერთ თვეში, 31 აგვისტოს აიღებს, საქართველო და იტალია ერთმანეთს ბოლო ტურში, 6 სექტემბერს შეხვდებიან.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით