ისლანდიაში გამარჯვებით დამუხტული საქართველოს ნაკრები იტალიის დამარცხებით შანსების გაზრდას გეგმავს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ხელშესახებად რეალურია. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა რეიკიავიკში ისლანდიის დამარცხებით მუნდიალზე გასასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა, რომელიც უფრო რეალური გახდება, თუკი ორშაბათს, 14 ნოემბერს, იტალიას დავამარცხებთ. აქვე დავაფიქსირებთ, რომ დამარცხების შემთხვევაში შანსები შეგვიმცირდება. საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მიღწევამდე გასასვლელად იტალიის შემდეგ დარჩენილი ორივე მატჩი აქვს მოსაგები – ჰოლანდიასა და თბილისში ისლანდიასთან. თუმცა ისლანდიაში მოგებით დამუხტული ქართველები ისე არიან შემართულნი, რომ იტალიის დამარცხებით შანსების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ.

საამისოდ ჩვენს ნაკრებს განწყობა აქვს და მონდომება არ
აკლია. თბილისი არენაზე გამართულ ვარჯიშზე ილიას ზუროსმა კალათბურთელები კონკრეტულ, იტალიელთა წინააღმდეგ შემუშავებულ სპეციალურ ტაქტიკურ მონახაზზე ამუშავა და შესაბამისი კომბინაციებიც დაამუშავებინა. ვარჯიშმა მეტად ნაყოფიერად ჩაიარა, რის ბოლოსაც დარბაზში ჟურნალისტები შემოვიდნენ და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების წევრებს კომენტარები ჩამოართვეს.

შემადგენლობა უცვლელია: საქართველოს ნაკრები იტალიას იმ 12 კალათბურთელით დაუპირისპირდება, რომლებითაც 2 დღის წინ ისლანდიას მოუგო. მატჩი თბილისი არენაზე 19:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 15 /
მემგონი დროა იტალია ამოვატრიალოთ ! განარჯვება ბიჭებო!!!!
გიორგი
17:16 14-11-2022
0
რა ლონდარიძეს და ფევაძეს აღარ ჯობია? ტყუილად რო ზიან სკამზე. ლიგა ენდესას გამოცდილება აქ ბოლობოლო რაც ნახევარ ნაკრებს მეტს თუ არა არ დაესიზმრება.
სიმართლეს
16:32 14-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული