15min.lt დეტალურად წერს, როგორც მატჩის შესახებ ის მოედანს მიღმა განვითარებულ მოვლენებზე. კომენტარებს აკეთებენ კალათბურთელებიც.
გუნდის ცენტრმა იონას ვალანჩუნასმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მატჩი არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი დიდ მარათონში, ასე რომ, ყველაფერის გამოსწორება შეიძლებაო.
მანტიას კალნიეტისი (ლიტვის ნაკრების კაპიტანი): "მარცხის ორი მთავარი მიზეზი იყო - კონცენტრაციის დაკარგვა შეტევასა და დაცვაში. ჯერჯერობით არ ვართ საუკეთესო ფორმაში, შეცდომებმა კი მატჩი წაგვაგებინეს.
მარტინას გეჩევიჩიუსი (ლიტვა): "ვერ ავასრულეთ გეგმა, მათ თავიანთი თამაშის სტილი მოგვახვიეს თავს და ეს იყო დიდი პრობლემა. წარმოიდგინეთ, თითქმის 80 ქულა ჩაგვიგდეს. ვფიქრობ, ბოლო წამზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩავარდნილიყო, თამაშს ვიგებდით".
თავად გამოცემამ საქართველო-ლიტვის მატჩის მიმოხილვა ასე დაასათაურა: "ევრობასკეტის სტარტი ნერვების ომი გამოდგა, რომელიც დრამატული მარცხით დასრულდა".
ლიტვური ტელევიზიის, LRT TV-ის შოუზე თავიანთ მოსაზრებებს ამბობდნენ ლიტველი სპეციალისტები: რიმანტას ენდრიაიტისი, რიუტენის პაულაუსკასი და ტომას პაჩესასი.
პაჩესასი: "ჩვენმა ლიდერებმა საკმარისად კარგად ვერ ითამაშეს. ჩვენ დაცვაში ბრძოლა დავთმეთ".
ენდრიაიტისი: "დავაკვირდი, ჩვენი კალათბურთელები საკმაოდ კარგ სასროლ პოზიციაზე გადიდოდნენ და შემდეგ ვერ ასრულებდნენ ყველაფერს ლოგიკურას".
პაულაუსკასი: "ლიტვური კალათბურთის აქილევსის ქუსლად ისევ რჩება ერთმანეთთან კომუნიკაცია, მოტეიუნასის გამგზავრებამ და შემდეგ გმირულმა დაბრუნებამ გუნდში ქაოსი გამოიწვია".
დაინიუს ადომაიტისი (ლიტვის ნაკრების თავკაცი): "ასეთ თამაშში ყოველ ქულას, ყოველ სროლას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი ზედმეტი ფოლები მივიღეთ, რის გამოც მათ 9 ქულა იოლად მოიპოვეს. მცირე დეტალების წაგებამ მატჩი წაგვაგებინა. რაც შეეხება შენგელიას, ის ინდივიდუალურად ძლიერი და სწრაფი მოთამაშეა".
წინა ევრობასკეტზე ლიტვასთან, რაც ვიმწვნიეთ ბოლო წუთებზე ეს აღარ განმეორდება დარწმუნებული ვარ არავისთან.
ლიტვას ორჯერ მოუგეთ ამ მცირე მონაკვეთში . განსაკუთრებით თავის სახლში დავჩაგრეთ ნამეტნავად ))).