ეს იყო სულელური დასკვნა - ლიტველები საქართველოს ნაკრებთან წაგებაზე

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017-ის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სენსაციურად დაამარცხა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ლიტვა 79:77 დაამარცხა. ლიტვურ მედიაში ამ მატჩს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

15min.lt დეტალურად წერს, როგორც მატჩის შესახებ ის მოედანს მიღმა განვითარებულ მოვლენებზე. კომენტარებს აკეთებენ კალათბურთელებიც.

გუნდის ცენტრმა იონას ვალანჩუნასმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მატჩი არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი დიდ მარათონში, ასე რომ, ყველაფერის გამოსწორება შეიძლებაო.

მანტიას კალნიეტისი (ლიტვის ნაკრების კაპიტანი): "მარცხის ორი მთავარი მიზეზი იყო - კონცენტრაციის დაკარგვა შეტევასა და დაცვაში. ჯერჯერობით არ ვართ საუკეთესო ფორმაში, შეცდომებმა კი მატჩი წაგვაგებინეს.

მეორე დიდი მიზეზი მარცხის დაცვაში სულელური მოსაზრება იყო - ჩვენ თამაშამდე დარწმუნებული ვიყავით, რომ თითქმის ყველა ქართველ კალათბურთელს მარჯვნიდან სროლა უადვილდებათ - ეს ეხება ორივე პერიმეტრის მოთამაშესა და "დიდებსაც", აღმოჩნდა, რომ ისინი მარჯვენა ხელზეც საკმაოდ ბევრ პრობლემას გვიქმნიდნენ. მოკლედ ჩვენი წინასწარი დასკვნა სულელური აღმოჩნდა".

მარტინას გეჩევიჩიუსი (ლიტვა): "ვერ ავასრულეთ გეგმა, მათ თავიანთი თამაშის სტილი მოგვახვიეს თავს და ეს იყო დიდი პრობლემა. წარმოიდგინეთ, თითქმის 80 ქულა ჩაგვიგდეს. ვფიქრობ, ბოლო წამზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩავარდნილიყო, თამაშს ვიგებდით".

თავად გამოცემამ საქართველო-ლიტვის მატჩის მიმოხილვა ასე დაასათაურა: "ევრობასკეტის სტარტი ნერვების ომი გამოდგა, რომელიც დრამატული მარცხით დასრულდა".

ლიტვური ტელევიზიის, LRT TV-ის შოუზე თავიანთ მოსაზრებებს ამბობდნენ ლიტველი სპეციალისტები: რიმანტას ენდრიაიტისი, რიუტენის პაულაუსკასი და ტომას პაჩესასი.

პაჩესასი: "ჩვენმა ლიდერებმა საკმარისად კარგად ვერ ითამაშეს. ჩვენ დაცვაში ბრძოლა დავთმეთ".

ენდრიაიტისი: "დავაკვირდი, ჩვენი კალათბურთელები საკმაოდ კარგ სასროლ პოზიციაზე გადიდოდნენ და შემდეგ ვერ ასრულებდნენ ყველაფერს ლოგიკურას".

პაულაუსკასი: "ლიტვური კალათბურთის აქილევსის ქუსლად ისევ რჩება ერთმანეთთან კომუნიკაცია, მოტეიუნასის გამგზავრებამ და შემდეგ გმირულმა დაბრუნებამ გუნდში ქაოსი გამოიწვია".

დაინიუს ადომაიტისი (ლიტვის ნაკრების თავკაცი): "ასეთ თამაშში ყოველ ქულას, ყოველ სროლას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი ზედმეტი ფოლები მივიღეთ, რის გამოც მათ 9 ქულა იოლად მოიპოვეს. მცირე დეტალების წაგებამ მატჩი წაგვაგებინა. რაც შეეხება შენგელიას, ის ინდივიდუალურად ძლიერი და სწრაფი მოთამაშეა".
მკითხველის კომენტარები / 7 /
გერმანიასთან გამოჩდა ........ დაანებეთ თავი ტრაბახს.
გელა
03 სექტემბერი 2017 12:27
3
გიორგის დავეთანხმები - აღიარონ რომ ვუგებთ, ამხანაგურსაც, ევრობასკეტზეც და ნუ მიედ- მოედებიან შეცდომებზე და ა.შ. მშვენიერი თამაში ითამაშა ლიტვამ, მაგრამ კლასით მოვუგეთ. აღიარონ!))
დათო
02 სექტემბერი 2017 16:10
0
ეს არ იყო უბრალოდ მოგება,ეს რევანშის იდეალური მაგალითი იყო! როგორც ორი წლის წინ გაგვამწარა მაჩულისმა მთელი საქართველო, ზუსტად იმავე ფორმით დატოვა ამჯერად საკუთარი ქომაგები პირში ჩალაგამოვლებულები.
ფინალი ბიჭებო, ფინალი!!!
02 სექტემბერი 2017 14:19
0
ახლა ჩვენი დროა ანუ წინ საქართველო !!!
წინა ევრობასკეტზე ლიტვასთან, რაც ვიმწვნიეთ ბოლო წუთებზე ეს აღარ განმეორდება დარწმუნებული ვარ არავისთან.
ლიტვას ორჯერ მოუგეთ ამ მცირე მონაკვეთში . განსაკუთრებით თავის სახლში დავჩაგრეთ ნამეტნავად ))).
ბესო72
02 სექტემბერი 2017 14:01
0
ვინ გითარგმნით ასე მწარედ? დაცვადი სულელურ გადაწყვეტილებებს ვიღებდით - მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით მარჯვნიდან შემოგვიტევდნენ.... მაინც მარჯვნიდან ყარეს ბურთები. და არა აღმოჩნდა და პირვანდელი დასკვნა სულელური იყო.... ლიტვაში ვცხოვრობ და უფასოდ მოგაწვდით თარგმანს თუ ასე გჭირდებათ.
რეზო
02 სექტემბერი 2017 11:23
0
Burti dagakhiet tavze da ise mogiget, kidev mravaljer dagakevt tavze burts
Zuzu
02 სექტემბერი 2017 11:13
4
სულელური დასკვნა კი არა ერთ თვეში ორჯერ გაჯობეთ, აღიარეთ რომ თქვენზე ძლიერები ვართ
გიორგი
02 სექტემბერი 2017 09:19
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული