საქართველო VS უკრაინა - გასვლა-არგასვლის საკითხი

AutoSharing Option
3 სექტემბერს თელ-ავივში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ევრობასკეტი 2017-ზე B ჯგუფში მესამე მატჩს გამართავს.

ილიას ზუროსის შეგირდების მეტოქე უკრაინა იქნება.

ამ დროისთვის უკრაინის ნაკრებს ჯგუფში ორივე მატჩი აქვს წაგებული, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ გერმანიასთან წააგო.

- ილიას ზუროსი: ეს იყო წაგების მიზეზი

საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის საკითხი სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული.

გავესაუბრეთ უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ევგენი მურზინს, რომელმაც ჩვენი გუნდი შეაქო და აღნიშნა, რომ გერმანიასთან წაგება მისთვის მოულოდნელი იყო. მან უშუალოდ საქართველო უკრაინის მომვალ
მატჩზეც საინტერესოდ ისაუბრა.

"სიმართლე რომ გითხრათ გაკვირვებული დავრჩი საქართველოს ნაკრების მარცხით გერმანიასთან. საქართველოს ძალიან კარგი და ორგანიზებული გუნდი ჰყავს, რომელმაც კარგი შეხვედრები ჩაატარა, როგოც ტურნირის მოსამზადებელ პერიოდში ასევე ევრობასკეტზეც. მითუმეტეს, როცა ბერძნებს მათსავე მოედანზე უგებ და თასს იგებ, ეს კარგი შედეგია.

საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, რომლის მოთამაშეებსაც ვიცნობთ. ქართველებს სახელოვანი ნაკრები ჰყავთ და მომწონს მათი თამაში.

რის ხარჯზე შეიძლება საქართველოს ნაკრები დავაარცხოთ? საუკეთესო დაცვა და საუკეთესო თავდასხმა უნდა ვითამაშოთ", - თქვა მურზინმა.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრების მატჩი დღეს ჩვენი დროით 16:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" განახორციელებს.

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
მკითხველის კომენტარები / 11 /
ცინცაძე არ არის სანაკრებო,არ იყო ლიტვასთან და საქმეც კარგად დამთავრდა.ზედმეტად თავდაჯერებულია,თითქოს მსოფლიო ვარსკლავია,არადა ძალიან უსარგებლოა,რაც გამოჩნდა კიდევაც ბოლო შეხვედრებში.
თენგო
03 სექტემბერი 2017 23:48
0
ჩვენი კალათბურთელების მიზანი იყო მხოლოდ ჩემპიონატზე მოხვედრა, მეტის გამკეთეთებლები არ არიან, მიზეზები: გუნდს არ ყავს სერიოზული რეზერვი, მოთამაშეებმა არ იციან სამქულიანების შესრულება, ახლა ორქლიანებიც დავამატეთ, დაღლილობა, სისწრაფეში ბურთის აჭრა, პასის კულტურა დაქვეითდა, ფარზე ვეღარ ვიბრძვით, შეუაბამო იყო ზაზა ფაჩულიას კოენტარი რომ ჩვენ ელიტაში ვართო, ეს არასერიოზული ნათქვამია. ვის ახსოვს საერთოდ გერმანული კალათბურთი? ნოვიცკი რომ ყოფილიყო გუნდში კიდევ მესმია, ხოდა ელიტაზე თუ აქვს პრეტენზია, გერმანიასთან და ურაინასთან არ უნდა აგებდნენ. აბა გაიხსენეთ ნიკოლოზ დერიუფინი, ქორქია, საკანდელიძე, მინაშვილი. ისინი თავის თავზე იღებდნენ თამაშს და იგებდნენ, აბა გაიხსენეთ როგორუშობდა სისხლს კოლია ტკაჩენკოს, ბელოსტენნის და ბელოცს და მიშკინს, რა ლიპსოებს აგდება გვერდიდან, ვემოდან უგდებდა კალათში. ეს ჩვენებს დაავიწყდათ, ენერგია და ღონე აღარაა აქვთ, აი დაუკვირდით იგივე გერმანის და უკრაინის და ლიტის სათადაიგო მოთამაშე ყველა ღირსეულად თამაშობს, ჩვენთან კი სერიოზული მოთამაშ შნგელიას გარდა არა ჩანს, ასე რომ მოგებისთვის ფსიქოლოგია, კლასი, სისწრაფე და სათამაშო კომპონენტები უნდა გქონდეს და ახლა არ უნდა სწავლობდეს ზოგიერათი , ასე რომ მარცხი კანონზომიერია, აი ლიტვასთან მოგებაც რაღაც ვერ დავიჯერე რომ ლოგიკური იყო, რადგან კიდევ რომ მოგვიწიოს მათთან დაპირისპირება, შეიძლება დიდი ანგარიშით დავმარცხდე, მაინც ვერ მომინელებია ეს ორი წაგება. ჩვენ ვართ ეთი რიგითი გუნდი, ვერ ვხედავ უკეათესის პერპექტივას, მინდა რომ უკეთესად ამოვიდეთ მაგრამ. ..........
ოჩოპინტრე.რ
03 სექტემბერი 2017 21:45
0
ფაჩულია არის კარგი კი არა ნბა-ს "მერკებით"საშუალოზე დაბალი დონის კალათბურთელი,ეს ვინმეს სჯერა თუ არა ამას მნიშვნელობა არა აქვს,ფაქტი ჯიუტია.გადაახვიეთ ჩვენი მატჩები,ნახეთ ფაჩულიას თამაში და დარწმუნდებით ყველაფერში.
forsa_s
03 სექტემბერი 2017 20:00
0
სამწუხაროა,მაგრამ საქართველო უკრაინასთან წაგების შემდეგ ევრობასკეტზე მეტ მატჩს ვეღარ მოიგებს,ჩვენ ყველა რესურსი ამოვწურეთ,ნაბიჯ-ნაბიჯ შეკოწიწებული ავტორიტეტი და აღიარება ხუხულასავით დაინგრა,ვაი თქვენს პატრონს უბედურს,ვაი საქართველოს,დღეს ყვავ-ყორნებს უჭირავთ "ვლასტი".ძიუდოში გვქონდა წარმატებები და დღეს გამოჩნდა სადაც ვართ,რაც შეეხება რაგბს,ზოგ-ზოგებს,რომ ჰგონიათ,რომ მაგრები ვართ,მათ გასაგონად ვამბობ,რომ რაგბში გვყავს მეორე ხარისხოვანი გუნდი ანუ "ცუ"კლასში ვართ.იმ მეორეხარისხოვნებშიც გვჯობია იაპონია,იტალია და კიდევ ერთი ორი გუნდი,მოკლედ წყალწაღებულები ვართ თითქმის ყველაფერში.
roma
03 სექტემბერი 2017 18:58
0
დაცვას სპეციალურად არ თამაშობენ? რა უბედურება გვჭირს
Tbilisi
03 სექტემბერი 2017 17:48
0
ძალიან გაგვიჭირდება, როგორც ჩანს მთელი ენერგია ამხანაგურებს და ლიტვას შევალიეთ, რესურსი აღარ ჩანს ვინც ლიდერობას იტვირთებს, ეხლა გვაკლია ვიკა!
zviads
03 სექტემბერი 2017 17:35
0
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრქმ ზაზა ფაჩულია არის კარგი, მაგრამ არა დიდი კალათბურთელი, რომელიც არასტაბილურად თამაშობს.
Forca
03 სექტემბერი 2017 16:24
1
ზაზა არის ძალიან კარგი კალათბურთელი,მაგრამ ვერ გაიარა გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი.ჯერ საზეიმო ღონისძიებების გამო,შემდეგ კი ტრავმის გამო.შესაბამისად ვერც ფორმაში შესვლა მოასწრო და ვერც გუნდთან შეთამაშება,კომბინაციების დახვეწასაც ხომ სათანაშო პრაქტიკა სჭირდება.ის თანდათან მოუმატებს,თუ დაგვცალდა.
სოსო
03 სექტემბერი 2017 19:20
0
ფაჩულია არის მაღალი და იმიტომ მიიყვანეს კალათბურთში.
ასეა ეეს!
03 სექტემბერი 2017 17:26
0
თუ დღეს მაინც გვაყურებინებთ როგორმე თამაშს , პირადად მე ძალიან მადლობელი ვიქნები
Gio Homer
03 სექტემბერი 2017 15:17
0
მარკოიშვილმა და განსაკუთრებით ფაჩულიამ თუ არ მოუმატეს,მაშინ დღესაც წავაგებთ,ასევე მოსამატებელი აქვს შერმადინსაც,რაც შეეხება შენგელიას,პირველ თამაში ბრწყინვალე იყო,მისი მტერი არის არასტაბილურობა და ამაზე უნდა გააკეთოს თოკომ აქცენტი,რაც ვთქვი ამას თუ გაითვალისწინებენ,მაშინ საქართველო ევრობასკეტზე ნებისმიერ გუნდს მოუგებს,უნდა ვეცადოთ გარბენები და უაზრო დაკარგვები თავიდან ავიცილოთ.ზაზა შეიგნე ბოლოს და ბოლოს,რომ ნბა-ს ჩემპიონი ხარ და ნუ არცხვენ გოლდენ სტეიტს,წარმატებები ბიჭებს.
roma
03 სექტემბერი 2017 14:52
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული