საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 81:88 ფამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.

მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.

საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა -
მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.

ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.

საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 76 /
ჩაისვარეს კოლექტიურად!!!
დათო
03 სექტემბერი 2017 18:39
0
ტოტალიზატორის მონებოოოოო!!!!!
megre
03 სექტემბერი 2017 18:38
1
რა ცოდოები ვართ ქართველები ასეთი უთავმოყვარეო ხალხით რომ არის დაკომპლექტებული ნაკრებების დიდი უმრავლესობა.უყურებდი გუშინ გერმანია ისრაელს და ებრაელები რომლებიც ათი თავით ჩამორჩებოდნენ ალემანებს კლასში ისე იბრძოდნენ როგორც გადამწყვეტ ომში და მოიგეს კიდევაც და ჩვენ გვინდა ეხლა ისრაელის მოგება? ეეეჰ როცა ვინმეს მოგება გინდა კიანუ რივზის ფილმის არ იყოს გული უნდა გქონდეს დიდი გული რომელიც ერისა და ბერის სიყვარულით არის სავსე
dato
04 სექტემბერი 2017 09:30
2
შემდეგ თამაშებს რო მოიგებენ და ჯგუფიდან გავლენ არ შეგრცხვება თუ ამდენი ბოღმის?ბიჭებს გვერდში დგომა ჭირდებატ და არა ლანძღვა
ივერი
04 სექტემბერი 2017 08:20
2
პორტალ თქვენი მოსაწონი კომენტარი ჯერ ვინმემ ვერ დაწერაა??
megre
03 სექტემბერი 2017 21:48
0
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.
გიორგი
03 სექტემბერი 2017 20:58
1
პ ო ტ ე ნ ც ი ა ძალიან ძლიერი არის,საერთოდ ქართველი ერს - უკლებლივ ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებით, ყველა ს პ ო რ ტ ი ს სახეობაში,მაგრამ უნდა ვისწავლოთ ემოციების კონტროლი ნებისმიერ ვითარებაში და მით სიმშვიდის შენარჩუნება,მით ზომიერების დაცვა.
ისე დაიცალეს ლიტვასთან თამაშით ემოციებით,რომ მომდევნო 2 თამაში ჩ ა ვ ა რ დ ა .
არა უშავს,გ ა ა კ ო ნ ტ რ ო ლ ე თ ემოციები და ფროფესიონალურად მიუდეგით მომდევნო თამაშებს.
დასავლური ტიპის წარმატებულ და თანამედროვე სახელმწიფოს,ანუ შეუქცევად პროგრესირებადის ადამიანთა საყოველთაო კეთილდღეობისათვის ჩრდილელი ავადმყოფი მეზობელი თავისი დემაგოგიებითა და სიძულვილის პროპაგანდით არ გვაცლის და სპორტის სახეობებში მაინც ბოლომდე გამოვავლინოთ ნიჭი და უდიდესი შესაძლებლობები.
glaxuna
03 სექტემბერი 2017 20:51
1
უსუსური და არაფრის მაქნისი გუნდია, ლიტვა უბრალოდ ყარაულის თოფი იყო ფაქტია. ფაჩულია უბრალოდ ფორმაში არაა, შერმადინი მის ჩრდილ ქვეშ თამაშობს, შენგელიას მთავარი მინუსი არასტაბილურობაა და ცინცაძეზე,სათადარიგო სკამზე რა უნდა თქვა საერთოდ.... ამ ბოისების გამყრელიძეების წაყვანას ახალგაზდები წაეყვანა რაღაცას მაინც ნახავდნენ.
Boria
03 სექტემბერი 2017 19:53
0
ცინცადზე სად იპოვეთ.....ბოისა მომავლის კაცია
kaxa
03 სექტემბერი 2017 19:45
0
გაბლატავდნენ და ჩაისვარეს
'-'
03 სექტემბერი 2017 19:16
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული