საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მასპინძელი ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები B ჯგუფის მასპინძელ ისრაელს შეხვდა და 104:91 დაამარცხა

შეხვედრის პირველი პერიოდი ჩვენმა ნაკრებმა ერთი ქულის 22:21 სხვაობით წააგო, ხოლო მეორე პერიოდი ილიას ზუროსის შეგირდებმა საკმაოდ ცუდად ჩაატარეს.

ქართველებს სიზუსტემ აშკარად უმტყუნა, ასევე ხშირი იყო ბურთის დაკარგვა, რაც საბოლოო ჯამში ებრალებემა მეორე პერიოდში სათავისოდ გამოიყენეს. თუმცა აღსანიშნავია, ისიც რომ ებრაელებმა რამდენიმე "ნაჩუქარი" ბურთი ვერ ჩააგდეს - 27:26.

პირველი ტაიმი ისრაელმა 49:47 მოიგო.

მესამე პერიოდი საქართველომ ცუდად დაიწყო. ისევ იჩინა თავი უყურადღებობამ და უზუსტობამ. რამდენიმეჩვენებმა რამდენიმე მარტივი
ვერ ჩააგდეს.

63:53-ზე მასპინძლეთა კალათბურთელმა პნინიმ არასპორტული ჯარიმა მიიღო, რაც მარკოიშვილმა მხოლოდ ერთ ქულად აქცია, შემდეგ კი ჩვენი შეტევა შენგელიამ ორი ქულათი დააგვირგინა, თუმცა ყველა ჩვენს შეტევას ებრაელები ზუსტი ტყორცნებით პასუხობდნენ.

პერიოდის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრებმა მაინც მოუმატა და პერიოდი კვლავ ერთი ქულის სხვაობით ანგარიშით 20:21 წააგო.

მეოთხე პერიოდი ჩვენი კალათბურთელების დომინაციით წარიმართა. 77:77-ზე შერმადინმა არასპორტული ჯარიმა მიიღო და ისრაელი კვლავ წინ გავიდა, თუცმა ზუროსის შეგირდებმა მასპინძლები მაინც გატეხეს და წინ გაიჭრნენ.

მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე 86:87-ზე მაიკ დიქსონმა სამქულიანი მოათავსა და საქართველოს ნაკრები ორი ქულით 89:87 დააწინაურა, მაგრამ მასპინძლეთა ლიდერმა ომრი კასპიმ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 89:89 დასრულდა და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.

ოვერტაიმში შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებმა პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 104:91 მოიგო.

ისრაელი-საქართველო 91:104
22:21, 27:26, 21:20, 19:22, 1:15

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 61 /
ის ორი მატჩიც ვითომ წააგეს. კანტორაზე ითამაშეს რა. როცა უნდათ იგებენ
ბებეტო
06 სექტემბერი 2017 01:18
20
კმაყოფილი ვარ ბიჭებისთამაშით.ამ უპატრონო ქვეყანაში კიდევ ძალიანნ ახერხებენ. ებრაელები მილიონებს ხარჯავენ. დოლარის კურსი არჩევნებისთვის კვლავ ასწიეს. მეფე თუ გადაგვარჩენს ამათი იმედი 27 წელია არა მაქვს.
გ..მ
06 სექტემბერი 2017 06:59
0
შეთქმულების დიდი თეორია. სპეციალისტს ხომ არ მიაკითხებდით?
levani
06 სექტემბერი 2017 02:06
3
სასიხარულოა. ისე "ეუროპე-ბეთმა" თუ დაავალა ესენი ევროპის ჩემპიონებიც გახდებიან. ყველა ქართველს მოგიწოდებ ყველა თამაშში საქართველოს წაგებაზე დადეთ ფსონი და ეგენი შორს წავლენ მერწმუნეთ. მე კი მიკვირდა რატომ იხვეწება ასეთი დაჟინებით ყველა ქართული ტოტალიზატორი საქართველოს მოგებაზე ფულის დადებას. ტელეფონი შემაზიზღეს უკვე ამათმა და "ტექნო ბუმის" სმს-ებმა.
................
06 სექტემბერი 2017 01:11
19
Gundma daisvena da sheetyo kidec. Magrad ibrzoles magram zalian bevri uzostobebic gvkonda, isev tavisuflad gvigdebdnen. Kargia rom berishvili da londaridzec ertvebian tamashshi, fachuliamac imushava magrad, magram sheizleboda antigmiric gamxdariyo.
Ggg
06 სექტემბერი 2017 01:07
0
Validoli tamashi iyo. Shemogevlet bichebo bravo dicsons da tokos kargebi iyavit berishvilis samqulianic dasapasebelia
დუქატო
06 სექტემბერი 2017 01:05
0
სამწუხაროდ აღდგენას ვერ მოასწრებენ ჩვენები 17 საათში ..ხვალ განწირულები ვართ..
Vakhtang Lobzhanidze
06 სექტემბერი 2017 01:05
15
ჩვენებისაგან უფრო დინჯ თამაშს ველოდი,ვფიქრობდი,რომ მაღალ ტემპში შანსი არ გვექნებოდა.ისრაელმა შესძლო და თავს მოგვახვია თავისი თამაში, მაგრამ ყოჩაღ ბიჭებს.არაფერი დაუთმეს,თუმცა ძალიან ბევრი შეცდომებიც იყო.ცინცაძე კი, რაკი ბუს ეძახიან,ამოიბუეს და იმას აღარ ფიქრობენ,რომ ტრავმით თამაშობს.თანაც ორი გამთამაშებელი ვერ უძლებს დატვირთვას და ერთი გაუძლებს?ისედაც გიორგი შეუცვლელია გუნდში და შეეშვით მის ლანძღვა გინებას.40 წლის წინ ერთი კვირის კოჭ ნაღრძობმა,სკოლის პირველობაზე ჩემი კლასის ინტერესებისათვის ვითამაშე კალათბურთი და დღემდე მომდევს მისი შედეგი,გიო კი პროფესიონალი სპორტსმენია და თავის თავზე მაინც არ ფიქრობს,ნაკრებს ვერ ღალატობს.ტრავმიდან ორი დღე დაისვენა და ისევ თამაშობს,შეიძლება ტკივილი გაუყუჩონ,მაგრამ ტრავმა ხომ რჩება და უფრო ძლიერდება.დაუფასეთ მეგობრებო გარჯა ცინცაძესაც და ფაჩულიასაც,ისიც ხომ ფაქტიურად მოუმზადებელი ჩაება ჩემპიონატში.ვახტანგ,გეთანხმები,ძალიან გაგვიჭირდება იტალიასთან,ისინი მთელ შემადგენლობას იყენებენ,ჩვენები კი გადაიღალნენ და დასვენებაც ნაკლები უწევთ,მაგრამ იმედი ვიქონიოთ,რომ ბერიშვილი და ლონდარიძე კარგად ჩაერთვებიან თამაშში და ბიჭებს ამოასუნთქებენ.ისრაელთან თამაშის წინ დავპოსტე,ღმერთი ჩვენთან იქნება და მსაჯები ისრაელთან მეთქი.მართლა ასე გამოვიდა და დიდება ღმერთს.ღმერთი არც ახლა მიგვატოვებს,ჩვენ კი ჩვენი მხრიდან უნდა ვითამაშოთ და ვუგულშემატკივროთ ისე,რომ დავიმსახუროთ ღმერთის გვერდზე დგომა.გამარჯვება ჩვენს ბიჭებს.
სოსო
06 სექტემბერი 2017 11:12
0
წავიკითხე კომენტარები რომ ჩვენ აღდგენას ვერ მოვასწრებთ დღევანდელი თამაშისთვის, მოიცა და იტალიამ არ ითამაშა გუშინ და არ უნდა ძალების აღდგენა? იტალია სამი ძირითადი კალათბურთელის გარეშე იტალია არ არის. ნახეთ მის მიერ საშუალო ჩაგდებული ქულები და მიხვდებით. რაც შეეხება ამ ტოტალიზატორის თემას. რეებს ბოდიალობთ ერთი რა, ჩვენი გუნდი არის ხასიათის გუნდი, მოკლე სკამით, ერთხელ რომ ჩააგდეს ორი მოთამაშე თამაშს განწირული ხარ. ესაა დასვკნა გერმანიასთან და უკრაინასთან თამაშისას. დღეს იტალია პირველ ტაიმში 30ქულასაც ვერ ასდება აგერ ნახავთ. მთლიან თამაშში თუ 60ქულა გააკეთა კარგი მიღწევა ექნებათ, მე მგონია რომ ეს თამაში იქნება ის ერთადერთი თამაში რომელზე ბოლო წუთებში არ ვინერვიულებთ როგორც აქამდე. ნახავთ დღეს 7ის ნახევარზე ამას.
gio
06 სექტემბერი 2017 10:02
0
გენაცვალეთ ლომებო!!! ძაან მაგარი თამაში იყო გამაჭახარავებთ რა ამდენი ნერვიულობით.მექანიზმი ამუშავდა დიდი იმედი მაქ. წინ დიდი რევანშია
გენო
06 სექტემბერი 2017 00:57
2
თქვენ გენააცვალეთ არწივებო. უღრმესი მადლობა ამ მოგებისთვის.
გიორგი ბოდბისხევი
06 სექტემბერი 2017 00:56
0
რაღაი და მიხვდნენ რომ როცა ცინცაძე მოედანზეა ჩვენები ოთხი ექვსის წინააღმდეგ თამაშობენ და ბოლო მეოთხედში აღარ გააკარეს მოედანს ეს უკვე წინსვლაა
dato
06 სექტემბერი 2017 00:56
3
რა უნდა გააკეთოს მეტი დიქსონმა და რა უნდა გააკეთოს უარესი ცინცაძემ, რომ ეს კაცი ეპიზოდების მეტი არ ათამაშონ, ან რანაირად ესვრის ბურთს კალათში, არაა ცინცაძე იმ დონის, საქართველოს ნაკრებში პირველი ვიოლინო რომ მოირგოს, დაიწყოს შეტევები დიქსონმა.
06 სექტემბერი 2017 01:04
4
ზ უ ს ტ ა დ!
მეტოქის ფარი და 3-ანები (9)
3 -წამიანებში შესვლა და აგრესიულობა.
ხვალაც ასე.
glaxuna
06 სექტემბერი 2017 00:54
1
გლადიატორების ბრძოლაა ჩვენების თამაში
რეზო
06 სექტემბერი 2017 00:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული