საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მასპინძელი ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები B ჯგუფის მასპინძელ ისრაელს შეხვდა და 104:91 დაამარცხა

შეხვედრის პირველი პერიოდი ჩვენმა ნაკრებმა ერთი ქულის 22:21 სხვაობით წააგო, ხოლო მეორე პერიოდი ილიას ზუროსის შეგირდებმა საკმაოდ ცუდად ჩაატარეს.

ქართველებს სიზუსტემ აშკარად უმტყუნა, ასევე ხშირი იყო ბურთის დაკარგვა, რაც საბოლოო ჯამში ებრალებემა მეორე პერიოდში სათავისოდ გამოიყენეს. თუმცა აღსანიშნავია, ისიც რომ ებრაელებმა რამდენიმე "ნაჩუქარი" ბურთი ვერ ჩააგდეს - 27:26.

პირველი ტაიმი ისრაელმა 49:47 მოიგო.

მესამე პერიოდი საქართველომ ცუდად დაიწყო. ისევ იჩინა თავი უყურადღებობამ და უზუსტობამ. რამდენიმეჩვენებმა რამდენიმე მარტივი
ვერ ჩააგდეს.

63:53-ზე მასპინძლეთა კალათბურთელმა პნინიმ არასპორტული ჯარიმა მიიღო, რაც მარკოიშვილმა მხოლოდ ერთ ქულად აქცია, შემდეგ კი ჩვენი შეტევა შენგელიამ ორი ქულათი დააგვირგინა, თუმცა ყველა ჩვენს შეტევას ებრაელები ზუსტი ტყორცნებით პასუხობდნენ.

პერიოდის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრებმა მაინც მოუმატა და პერიოდი კვლავ ერთი ქულის სხვაობით ანგარიშით 20:21 წააგო.

მეოთხე პერიოდი ჩვენი კალათბურთელების დომინაციით წარიმართა. 77:77-ზე შერმადინმა არასპორტული ჯარიმა მიიღო და ისრაელი კვლავ წინ გავიდა, თუცმა ზუროსის შეგირდებმა მასპინძლები მაინც გატეხეს და წინ გაიჭრნენ.

მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე 86:87-ზე მაიკ დიქსონმა სამქულიანი მოათავსა და საქართველოს ნაკრები ორი ქულით 89:87 დააწინაურა, მაგრამ მასპინძლეთა ლიდერმა ომრი კასპიმ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 89:89 დასრულდა და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.

ოვერტაიმში შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებმა პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 104:91 მოიგო.

ისრაელი-საქართველო 91:104
22:21, 27:26, 21:20, 19:22, 1:15

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 61 /
მიუხედავათ იმისა,რომ ფაჩულია მატჩის ანტიგმირობას წყიპზე ასცდა,მან უდიდესი როლი შეიტანა კასპისა და ჰოველის ფოლებით დატვირთვაში
oto
06 სექტემბერი 2017 00:47
2
რაღაი და მიხვდნენ რომ როცა ცინცაძე მოედანზეა ჩვენები ოთხი ექვსის წინააღმდეგ თამაშობენ და ბოლო მეოთხედში აღარ გააკარეს მოედანს ეს უკვე წინსვლაა
dato
06 სექტემბერი 2017 00:56
3
რა უნდა გააკეთოს მეტი დიქსონმა და რა უნდა გააკეთოს უარესი ცინცაძემ, რომ ეს კაცი ეპიზოდების მეტი არ ათამაშონ, ან რანაირად ესვრის ბურთს კალათში, არაა ცინცაძე იმ დონის, საქართველოს ნაკრებში პირველი ვიოლინო რომ მოირგოს, დაიწყოს შეტევები დიქსონმა.
06 სექტემბერი 2017 01:04
4
კარგი იყო, კარგი. ხვალ უკეთესი იქნება.
guri
06 სექტემბერი 2017 00:38
3
გენაცვალეთ ბიჭებო, აი ეს არის სულით და გულით თამაში, გაიხარეთ.
ირაკლიუსი
06 სექტემბერი 2017 00:42
3
გენაცვალეთ ლომებო!!! ძაან მაგარი თამაში იყო გამაჭახარავებთ რა ამდენი ნერვიულობით.მექანიზმი ამუშავდა დიდი იმედი მაქ. წინ დიდი რევანშია
გენო
06 სექტემბერი 2017 00:57
2
საზეიმო ნამდვილად არც გვქონია. ყველამ იცის ებრაელების ამბავი, გაყიდიან იმ თამაშს და ჩვენ თუ იტალიას ვერ მოვუგებთ მაინც თამაშგარე ვრჩებით ამ ყომარ-ყომარში. ვნახოთ წინა ევროპაზე ბერძნებმა გაგვათრიეს და ამჟამად ჩვენი 26 საუკუნოვანი "ძმები" თუ დაგვიფასებენ სიკეთეს, ხვალ გამოჩნდება. ომში უპილოტოები კი მოგვყიდეს ჩვენ ხოლო კოდები რუსებს მიყიდეს, ამიტომ ნამდვილად არ მაქვს ამათი ნდობა. დაველოდოთ ხვალ საღამოს და მერე მივაგოთ პატივი დამსახურების მიხედვით.
................
06 სექტემბერი 2017 01:40
16
ჩვენ ჩვენ საკუთარი ინტერესების პატრონმა ვერ მოვუგეთ უკრაინას, და ისრაელმა უნდა მოუგოს ამ უკრაინას ჩვენი გულისთვის. მაგარია! თუ არა და ჩვენი დაუფასებლობაა. ღალატია, შეთქმულებაა ...
დათო
06 სექტემბერი 2017 10:22
0
რას მიედ მოედები სად კალათბურთი და სად კობრა
გორსკი
06 სექტემბერი 2017 09:49
1
ყველა გამოხმაურება
გლადიატორების ბრძოლაა ჩვენების თამაში
რეზო
06 სექტემბერი 2017 00:48
1
არ ეყო კლასი იზრაელს
სხვა გუნდი არ გვაპატიებს
ცინცაძე ძაან ძაან არასტაბილურია. ეგ კაცი ან აგვაშენებს ან დაგვღუპავს სულ
domenti
06 სექტემბერი 2017 01:37
3
სასიხარულოა. ისე "ეუროპე-ბეთმა" თუ დაავალა ესენი ევროპის ჩემპიონებიც გახდებიან. ყველა ქართველს მოგიწოდებ ყველა თამაშში საქართველოს წაგებაზე დადეთ ფსონი და ეგენი შორს წავლენ მერწმუნეთ. მე კი მიკვირდა რატომ იხვეწება ასეთი დაჟინებით ყველა ქართული ტოტალიზატორი საქართველოს მოგებაზე ფულის დადებას. ტელეფონი შემაზიზღეს უკვე ამათმა და "ტექნო ბუმის" სმს-ებმა.
................
06 სექტემბერი 2017 01:11
19
ქართველების ტანჯვა... არ შერჩათ, დიდება ღმერთს! ...
ემიგრანტი
06 სექტემბერი 2017 01:23
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული