საქართველო VS იტალია - რა შემთხვევაში წავალთ სტამბოლში

AutoSharing Option
დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრას ჩაატარებს. ილიას ზუროსის გუნდი თელ-ავივში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. B ჯგუფის მატჩი თბილისის დროით 18:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ჯგუფში ჩატარებულ ოთხ მატჩში ორ-ორ მოგება-წაგება აქვს, ევრობასკეტის 1/8-ფინალში გასასვლელად იტალიის ნაკრების დამარცხება სჭირდება, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს. თუმცა, ჩვენს ნაკრებს პლეი ოფში მოხვედრის შანსი წაგების შემთხვევაშიც ექნება, თუკი დღესვე ისრაელი უკრაინას მოუგებს.

B ჯგუფში ისრაელისა
და უკრაინის მატჩი თბილისის დროით 21:45 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი, 15:45 სთ-ზე გერმანია-ლიტვის შეხვედრა გაიმართება.

- ევრობასკეტი 2017. 6 სექტემბრის კალენდარი: გადამწყვეტი ბრძოლა

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის პლეი ოფს სტამბოლი უმასპინძლებს.

ქართველი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ეტორე მესინას მოსაზრება მომავალ დაპირისპირებაზე.

პრესკონფერენციაზე ვკითხეთ:

- რამდენად რთულია იტალიის ნაკრებისთვის ტანმაღალი ცენტრების მყოლ გუნდებთან ბრძოლა, საქართველოს ნაკრები ხომ ორი კარგი მეფარით თამაშობს?
- რაც უფრო დაბალანსებულია გუნდი, მით მეტია გამარჯვების შანსი, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. რა რესურსიც გვაქვს, იმითი ვთამაშობთ, ჩემს კალათბურთელებს კი ფეხებში წყალს ვერ დავუსხამ, რომ სიმაღლეში გაიზარდონ.

გერმანიასთან წაგების შემდეგ მესინამ კომენტარში იუმორიც გაურია:

- დაასახელეთ ერთი რამ, რაც ამ თამაშში თქვენთვის კარგი იყო.
- მოცეკვავე გოგონები.

ილიას ზუროსმა კი იტალიასთან მატჩზე საუბრისას ხაზი გაუსვა მეტოქის მაღალ კლასს და დასძინა - მთავარი, რაზეც ახლა ვფიქრობთ, დასვენება და ენერგიის აღდგენააო.
მკითხველის კომენტარები / 22 /
სტამბოლში წასვლას რა უნდა, თქვე კაი ხალხო, არც ვიზა გჭირდებათ და არც სასტუმროს ჯავშანი... ისე კი, კალათბურთის სათამაშოდ წასვლას აზრი არ აქვს - მე-19 საუკუნის კალათბურთით ვერც კოკოშკოვის სლოვენიას მოვუგებთ, ვერც დაჩაჩანაკებულ საფრანგეთს და ვერც მფრინავ ფინეთს... ამასთან, შესაძლოა, საკუთარი ანტირეკორდიც დავამხოთ (მეოთხედში 5 ქულა) და უარესად შევრცხვეთ... წვეტიანი პასუხებისთვის თავებს ნუ შეიწუხებთ, ყველას მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ნაკრების ადგილი პლეი ოფში ნამდილად არ არის... ერთადერთი, რაც მათ აქტივში შეიძლება, ჩავუთვალოთ, ის ფაქტი გახლავთ, რომ სრულყოფილად იძიეს შური ისრაელზე ამ ქვეყნიდან დეპორტირებული ქართველების სანაცვლოდ და ამისათვის მადლობა ჩვენს ბიჭებს....
მსქროლავი ტროლი
06 სექტემბერი 2017 13:57
26
მუდვივად ექსცენტრიულ აზრებს ვისმენ ამ "მყროლავი ტროლისგან". ჩაკვდი მაზა ფაქა !
ALONZO
06 სექტემბერი 2017 16:30
2
ისევ გამოაჩინე ნიკი პუტინის ზალუპიავ? სამარეც არ გაგასწორებს ჭკუას აცდენილო პუტინოვიჩ.
მსქროლავი ტროლის
06 სექტემბერი 2017 15:43
4
ყველა გამოხმაურება
მე მჯერა თქვენი!ღმერთი თქვენსკენ!ვიცი ძალიან გადაიღალეთ,მაგრამ თქვენს თავს უნდა აჯობოთ!წარმატებები ბიჭებო,უნდა მოიგოთ თორემ გამისკდა გული,არადა ბავშვი ჯერ ფეხზე მყავს დასაყენებელი და ცოდვაში ნუ ჩადგებით:))
tazo
06 სექტემბერი 2017 13:28
0
ყოჩაღ ვაჟა სიმონიშვილი. Keep up the good work : )
მეზობელი
06 სექტემბერი 2017 12:25
0
ლიტვის პრესა წერს: ფანტასტიური ტრილლერი საქართველო-ისრაელის თამაშში, თორნიკე შენგელია - მაგარი კაციო (ათლეტი).

https://www.basketnews.lt/news-112951-dienos-top-5-izraelio-rinktine-sulauzes-sengelija-bei-dominaves-jonas-valanciunas.html
მიდით ბიჭებო, მგლებო. ძნელია მაგრამ უნდა მოვუგოთ იტალიას.
06 სექტემბერი 2017 12:23
0
მიაწექით ჩემო საამაყო ბიჭებო!
დავით სანებლიძე
06 სექტემბერი 2017 12:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული