დღეს საქართველოს ნაკრები B ჯგუფში გადამწყვეტ შეხვედრას იტალიასთან ჩაატარებს.
იმისთვის, რომ საქართველო ჯგუფიდან გავიდეს, მოვლენები შემდეგნაირად უნდა განვითარდეს:
- საქართველო მოიგებს იტალიასთან და გავა პლეი-ოფში
- ისრაელი მოიგებს უკრაინასთან და ამ შემთხვევაში საქართველო, წაგების მიუხედავადაც, პლეი-ოფში გავა.
* თუ უკრაინა მოიგებს ისრაელთან და საქართველო წააგებს იტალიასთან, ჩვენი ნაკრები ჯგუფში ჩარჩება, რადგან თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჯერ ურთიერთშეხვედრებს ითვალისწინებენ, საქართველოს კი უკრაინასთან წაგებული აქვს.
რაც შეეხება სხვა მატჩებს, დღის ცენტრალური შეხვედრა
6 სექტემბერი
A სლოვენია-საფრანგეთი 15:45
B გერმანია-ლიტვა 15:45
A საბერძნეთი-პოლონეთი 18:30
B საქართველო-იტალია 18:30
A ფინეთი-ისლანდია 21:45
B ისრაელი-უკრაინა 21:45