ისრაელის იმედად - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე B ჯგუფში ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და ანგარიშით 69:71 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელებს პირველ პერიოდში თამაში აშკარად არ წაუვიდათ. ზუროსის შეგირდებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, ხოლო იტალიელებს ბელინელიმ ულიდერა და საბოლოოდ მეტოქემ პირველი პერიოდი 27:10 მოიგო.

რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა მეორე პერიოდი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და სხვაობა საგრძნობლად შეამცირა. მეორე პერიოდი საქართველომ 20:11 მოიგო.

საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 30:38 წააგო.

მესამე პერიოდში ქართველ კალათბურთელებს ცუდი სტარტი გამოუვიდათ და იტალიელებმა უპირატესობა გაზარდეს.
მესამე პერიოდი უკვე იტალიელების გამარჯვებით ანგარიშთ 20:17 დასრულდა.

მეოთხე პერიოდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. დიქსონის 3-ქულიანმა ისევ იმედი ჩაგვისახა და ანგარიში 63:65 გახდა, მაგრამ იტალიელებმა ორქულიანი ჩააგდეს. მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე კი დიქსონმა კვლავ სამქულიანი ჩააგდო და პირველად დავწინდარუდით 68:67, თუმცა იტალიელები ისევ დაწინაურდნენ.

შეხვედრის ბოლო 20 წამში ჩვენს ნაკრებს გათანბრების საშუალება ჰქონდა. დიქსონმა მეორე საჯარიმო სროლა შეგნებულად გააფუჭა, ფარზეც მოვხსენით, თუმცა ბურთის ფარისკენ ვერ ვისროლეთ.

საბოლო ჩვენი ნაკრები ანგარიშით 69:71 დამარცხდა. ახლა უკვე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ისრაელზეა დამოკიდებული, რომელიც უკრაინას ჩვენი დროით 21:30 საათზე შეხვდება. თუ ისრაელი მოიგებს, უკრაინა ჯგუფში ჩარჩება და საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავა.

საქართველო-იტალია 69:71
10:27, 20:11, 17:20, 22:13
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 43 /
ძალიან მინდა დიქსონი ნაკრებში დარჩეს. ამ კაცს მთელმა ქვეყანამ მადლობა უნდა გადაუხადოს. ძალიან გული დამწყდა, მაგრამ ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს. ვერცერთი ნაკრები 6-7 კაცით მოთამაშე ვერ გააკეთებდა მეტს. წარმოგიდგენიათ სანიკიძე, ბურჯანაძე და ბითაძე რომ გვყოლოდა? მაშინ არც ცინცაძეს ხარვეზები გამოჩნდებოდა და არც ფაჩულიასი. ფაჩულიაც ცოტა ადრე რომ შეერთებოდა გუნდს, დიდად წაგვადგებოდა. მე მგონი ნაკრებმა უკვა ფაჩულიას გარეშე უნდა ჩაატაროს მომდევნო თამაშები. ნაკრებს ფაჩულიასი ეიმედება, მან კი თითქოს თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ეხლა ვხვდები გორგოძემ რა სწორ დროს დატოვა რაგბის ნაკრები.
დათო
06 სექტემბერი 2017 23:45
0
მოტივაცია, სპორტული ფორმა, ამბიცია რომ შეუძლია, გამარჯვების , მოგების , წარმატების დიდი სურვილი-ჩემი აზრით, რაც განასხვავებს შერმადინს ფაჩულიასგან.
წარმატებები ბიჭებს!!!!
Daviti
06 სექტემბერი 2017 21:59
2
რავა სულ სხვის იმედად უნდა ვიყოთ? ისრაელს ინტერესი აღარ აქვს და რატომ მოიგებენ? და არ გაგვიმართლაო - უმართლებს იმას ვინც იგებს. Fაცულია ჯიგარია მაგრამ ხომ უყურებთ რამდენ წუთს ათამაშებენ ნბა-ში. იკითხავთ რატომ? იმიტომ რომ შეზღუდული ფიზიკური მონაცემების მოთამაშეა, მძიმე, სროლა საშუალო, ხტომა არ არსებული, ზანტი და არა ათლეტური. დაცვაში ფარქვეშაც ბევრს სცოდავს, მაგრამ აქვს გაბარიტები და მებრძოლი ხასიათო რომელსაც სკამიდან უფრო იყენებენ NBA-ში. ამათზე უკეთ ეს თამაში არ იცის არავინ და ტყუილად არ ახასიათებენ ასე. შერმადინისთვის უნდა დაეთმოთ მეტი დრო და ბითაძეც უნდა ეთამაშებინათ. დიქსონს დიდი მადლობა ძალიან კარგად ითამაშა. და ბოლოს შვიდკაცამ ვერ იმღერა ჩაკრულო რადგან ზოგს სმენაც არ უვარგა და არც ხმა უბრალოდ ჩოხა უხდებოდა. ამიტომ შემდგომში წაიყვანონ ისეთი ვისაც სიმღერა შეუძლია თუ არა მევიჯაყეთ ქლა მთელ დუნიაზე.
niko
06 სექტემბერი 2017 23:16
0
მადლობა ბიჭებს და დიქსონს განსაკუთრებით, ზაზას კი არ ვიცი... მეტოქისთვის ფოლების აკიდებისა და აქა იქ პასის მიცემის მეტი არაფერი ეხერხება, იგივე ფოლებს და ტექნიკურებს თავადაც უხვად იღებს. თამაშიდან და ფარის ქვეშიდან სროლაში ხომ საერთოდ ნულია.
ბავარია
06 სექტემბერი 2017 22:44
0
რეალობას თვალი გავუსწოროთ. საგმირო არაფერი გაუკეთებიათ ბიჭებს. იბრძოლეს, მომენტებში არაუშავდათ, მაგრამ ისევ თავიანთი ბავშვური შეცდომებს ასწორებდნენ უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ საკმარისი არ იყო. პერსპექტივა ბუნდოვანია 1 ჰა 2 თამაშით ტურნირს ვერ მოიგებ, რაც დასამახსოვრებელია მოთელვაზე გამოსული ლიტვის დამარცხებაა. ცინცაშე -იმედ გაცრუება, ფაჩულია??? კი ვისაც კალათბურთი ესმის მათ განსაჯონ.. ყველაზე მაგარი რაც გააკეთა მე-4 შვილია. ვულოცავ გულით. წარმატებებს ვუსურვებ.
გუსანი
06 სექტემბერი 2017 23:32
0
ძალიან დამწყდა გული, მარა პირველი პერიოდის მერე ლოგიკური იყო... ბიჭებს მადლობა, როგორმე ნაკლები შეცდომა შეტევაში რა, სურვილი და თხოვნაა :) დიქსონის ბოლო სამიანს რო ვიხსენებ გული მისკდება,რა ბურთი ამოვარდა... უნდა უგულშემატკივრო ისრაელს, სხვა რა გზაა..
parfiumer
06 სექტემბერი 2017 21:01
0
ექვსი კაცით რასაც მივაღწიეთ ისიც გმირობის ტოლფასია. ექვსით და არა შვიდით, რადგან ცინცაძე სათვალავში არ მაქვს.
avto
06 სექტემბერი 2017 23:23
0
ჩვენი ადგილი სახლშია.და ეს ადგილი მიგვიჩინა უკრაინამ.მარტო დიქსონი და შენგელიას იმედად შორს ვერ წავალთ და ვერც წავედით.ფაჩულია ცინცაძე .... მათი ადგილი არ არის ნაკრებში.
levani
06 სექტემბერი 2017 23:13
0
ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს. თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. ამ გუნდის დიდი ნაწილი შესაძლოა მომავალ ევრობასკეტზე არც იყოს და ვინ შეცვლის მათ? ისრაელის იმედი დიდად ნუ გვექნება - ისინიც ჩვენსავით დაიღალნენ და ამ წუთას 20 ქულით მარცხდებიან.
გგგ
06 სექტემბერი 2017 22:41
1
უკომენტაროდ
giorgi
06 სექტემბერი 2017 22:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული