გადაწყდა, სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2021-ისთვის ახალი დარბაზი აშენდება.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ კალათბურთში ევრობასკეტის მასპინძლობისთვის შესაძლოა ახალი დარბაზი აშენებულიყო და ეს ამბავი საბოლოოდ გადაწყდა.

კერძოდ, ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქცია აღარ მოხდება და მის ნაცვლად, ამავე შენობის გვერდით ახალი 10 000-იანი დარბაზი აშენდება. ახალ დარბაზს კი ორდონიანი, 400 მანქანაზე გათვლილი პარკინგი ექნება.

ოფიციალური სამუშაოები დღეიდან იწყება და 2021 წლის მაისში ან ივნისში დასრულდება.

აღნიშნული ინფორმაცია გადაცემაში "სპორტი იმედზე" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ დაადასტურა.

ახალი შენობის დიზაინს მთავრობა ორ-სამ კვირაში წარადგენს.

"ახალ წლამდე ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული სპორტის სასახლის ერთი დარბაზის რეკონსტრუქცია მომხდარიყო, თუმცა შემდეგ მოხდა საკითხის დამატებით განხილვა.

ამ სასახლეს გვერდზე აქვს მიწის ნაკვეთი და მთელი გასული პერიოდის განმავლობაში ვამუშავებდით არქიტექტორთა ჯგუფებს, რათა გაგვერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა არსებულ ფართზე ახალი დარბაზის აშენება.

აღმოჩნდა, რომ არის საშუალება, არ მოხდეს ძველი სასახლის დემონტაჟი, არამედ აიგოს სრულიად ახალი 10-ათასკაციანი დარბაზი, რომელიც ევრობასკეტის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

უკვე დავიწყეთ შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, ხვალიდან კი დაიწყება იმ მიწის გატანა, რომელიც არსებული სპორტის სასახლის მშენებლობის დროს გვერდზე მდებარე მიწის ნაკვეთზე დაიყარა. მოხდება სამშენებლო პოლიგონის მომზადება და უკვე არქიტექტურულ ნაწილზე გადავალთ.

ახალი დარბაზი გვირაბებით დაუკავშირდება უკვე არსებულ შენობებს და ფაქტობრივად, გვექნება ერთიანი სპორტული კომპლექსი 3 დარბაზით, გათვლილი 10 000, 3 000 და 800 მაყურებელზე.

სათქმელია ისიც, რომ ახალ არენას ორდონიანი პარკინგი ექნება, რომელიც 400 ადამიანზე იქნება გათვლილი. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, იმაზე უკეთესი ინფრასტრუქტურა გვექნება, ვიდრე ეს რეალურად სჭირდება ევროპის ჩემპიონატის მიღებას.

როგორც აღვნიშნეთ, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, ორ-სამ კვირაში კი საზოგადოებას ახალი დარბაზის დიზაინსაც წარვუდგენთ. არსებული გათვლებით, მშენებლობის პროცესი 2021 წლის მაისში ან ივნისში დასრულდება".

შეგახსენებთ, ევრობასკეტი 2021 ოთხ ქვეყანაში: საქართველოში (თბილისი), იტალიაში (მილანი), ჩეხეთსა (პრაღა) და გერმანიაში (კიოლნი, ჯგუფური; ბერლინი, ფინალი) ჩატარდება. ტურნირი 2 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბრამდე გასტანს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
Sxva adgilze imitom ar ketdeba kontroli gaushirdebat
Simartle
21 იანვარი 2020 19:02
0
ამდენი უტვინო სად შეიყარა საბერძნეთი ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა აბა დაათვალიერეთ 2004 წლისთვის აშენებული ოლიმპიური ნაგებობები და მერე დაწერეთ კომენტარები.
maxo
21 იანვარი 2020 18:45
1
ყოჩაღ, აფერუმ, მალადეც!!! ნაღდი სპორტული განწყობის შესაქმნელად სწორედაც რომ ზედგამოჭრილი ადგილია საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ.
!!!!!
21 იანვარი 2020 12:36
2
ჯერ ნუ იჩქარებთ 4-5 თვე კიდევ იმსჯელეთ, კიდევ გექნებათ რამე იდეები!!! ბოლოს 'ტრუბების", თუნუქის ფურცლების და ბევრი შუშებისგან შემდგარი ფასადით მაგარი სიმახინჯის აშენებას დაიწყებთ ალბათ, რომ როგორმე დროულად მოესწროს და დიდი ალბათობით ტურნირის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე დაამთავრებთ შენობას რომელსაც არც ვიზუალი ექნება ნორმალური, არც ხარისხი (მეთლახი, კაფელი და იატაკის ნაწილები რომ ძვრება ალაგ-ალაგ) ექნება ნორმალური. ადგილმდებარეობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ნაღდი სპორტული განწყობის შესაქმნელად სწორედაც რომ ზედგამოჭრილი ადგილია საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ. და თავიდან დიღომში არ უნდა აგეშენებინათ?! მოკლედ ნუ იჩქარებთ რა 4-5 კი არა 6-7 თვე იფიქრეთ მაინც რამე არ გამოგრჩეთ!!! ( P.S. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!)
?!
21 იანვარი 2020 12:35
3
და მაინც სასაფლაო... ვაი ჩვენს პატრონს!
გულშემატკივარი
21 იანვარი 2020 11:20
2
რაც კარგია კარგია.
გიორგი
21 იანვარი 2020 10:58
1
გვერდიგვერდ სპორტული დარბაზების მშენებლობა ქართული წესია?
ზასტაველი
21 იანვარი 2020 09:09
2
ვისაც მიცვალებულების საფლავის გეშინიათ და აღდგომას თქვენი მიცვალებულების საფლავზე არ მიდიხართ ნურც კალათბურთზე ნუ წახვალთ, ვისაც არ გვეშინია ისინი წავალთ და დაინახავთ რამდენი ვიქნებით
ზიზუ
20 იანვარი 2020 21:50
5
გვერდიგვერდ 2 სპორტული დარბაზი?! ეს რაღაა, რას ნიშნავს?! გვითხრას ვინმემ, სადმე დაწერონ ან ვინ მიიღო ეს ბრძნული გადაწყვეტილება და რატომ????????????? ??????????????????????????????????????????????????
aburjga
20 იანვარი 2020 21:25
5
ინტერნეტმა სულ დააქლიავა ეს ხალხი. აშენებ თუ არ აშენებ, ყველაფერში მთავრობის გინება გამიგია? ინტერნეტში აზრის გამოთქმა ლიმიტირებული უნდა იყოს. დღეში ერთი პოსტი. დემოკრატია და ინტერნეტი დაგღუპავთ თქვენ
Ivan
20 იანვარი 2020 17:58
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული