გადაწყდა, სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2021-ისთვის ახალი დარბაზი აშენდება.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ კალათბურთში ევრობასკეტის მასპინძლობისთვის შესაძლოა ახალი დარბაზი აშენებულიყო და ეს ამბავი საბოლოოდ გადაწყდა.

კერძოდ, ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქცია აღარ მოხდება და მის ნაცვლად, ამავე შენობის გვერდით ახალი 10 000-იანი დარბაზი აშენდება. ახალ დარბაზს კი ორდონიანი, 400 მანქანაზე გათვლილი პარკინგი ექნება.

ოფიციალური სამუშაოები დღეიდან იწყება და 2021 წლის მაისში ან ივნისში დასრულდება.

აღნიშნული ინფორმაცია გადაცემაში "სპორტი იმედზე" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ დაადასტურა.

ახალი შენობის დიზაინს მთავრობა ორ-სამ კვირაში წარადგენს.

"ახალ წლამდე ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული სპორტის სასახლის ერთი დარბაზის რეკონსტრუქცია მომხდარიყო, თუმცა შემდეგ მოხდა საკითხის დამატებით განხილვა.

ამ სასახლეს გვერდზე აქვს მიწის ნაკვეთი და მთელი გასული პერიოდის განმავლობაში ვამუშავებდით არქიტექტორთა ჯგუფებს, რათა გაგვერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა არსებულ ფართზე ახალი დარბაზის აშენება.

აღმოჩნდა, რომ არის საშუალება, არ მოხდეს ძველი სასახლის დემონტაჟი, არამედ აიგოს სრულიად ახალი 10-ათასკაციანი დარბაზი, რომელიც ევრობასკეტის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

უკვე დავიწყეთ შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, ხვალიდან კი დაიწყება იმ მიწის გატანა, რომელიც არსებული სპორტის სასახლის მშენებლობის დროს გვერდზე მდებარე მიწის ნაკვეთზე დაიყარა. მოხდება სამშენებლო პოლიგონის მომზადება და უკვე არქიტექტურულ ნაწილზე გადავალთ.

ახალი დარბაზი გვირაბებით დაუკავშირდება უკვე არსებულ შენობებს და ფაქტობრივად, გვექნება ერთიანი სპორტული კომპლექსი 3 დარბაზით, გათვლილი 10 000, 3 000 და 800 მაყურებელზე.

სათქმელია ისიც, რომ ახალ არენას ორდონიანი პარკინგი ექნება, რომელიც 400 ადამიანზე იქნება გათვლილი. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, იმაზე უკეთესი ინფრასტრუქტურა გვექნება, ვიდრე ეს რეალურად სჭირდება ევროპის ჩემპიონატის მიღებას.

როგორც აღვნიშნეთ, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, ორ-სამ კვირაში კი საზოგადოებას ახალი დარბაზის დიზაინსაც წარვუდგენთ. არსებული გათვლებით, მშენებლობის პროცესი 2021 წლის მაისში ან ივნისში დასრულდება".

შეგახსენებთ, ევრობასკეტი 2021 ოთხ ქვეყანაში: საქართველოში (თბილისი), იტალიაში (მილანი), ჩეხეთსა (პრაღა) და გერმანიაში (კიოლნი, ჯგუფური; ბერლინი, ფინალი) ჩატარდება. ტურნირი 2 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბრამდე გასტანს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
გაუმარჯოს ქართულ ოცნებას. კიდევ ბევრი აეშენებინოს!!!
თბილისელი
20 იანვარი 2020 16:45
47
დავა..ი ოცნებას და ვინც ამ მთავრობის ოკუპანტების კურსს ემხრობა ისინიც ზედ მივაყოლე.სამსახურის დაკარგვის შიშით რომ აძლევთ ბიძინას
ვახო
16 თებერვალი 2020 00:40
0
გამეცით პასუხი!
რით იქნება ახალი აშენებული დარბაზი იმაზე უკეთესი, რომელიც მის გვერდით დგას და რომელიც "ფურთხით" არის აშენებული?
saakaze
20 იანვარი 2020 14:59
24
თუ აშენებთ ეგებ ისეთი ზომის აგეშენებინათ,ზამთრის სახეობებსაც რომ გამოადგებათ.(ფიგურული სრიალი,ჰოკეიდა ა.შ.)ერთი დარბაზი არ უნდა იყოს ქვეყანაში ზამთრის სახეობების.
კახა ქ.
20 იანვარი 2020 14:19
1
და რატო შენდება თბილისში ეგ და არა ბათუმში ან ქუთაისში ? ყველაფრის გაკეთება მხოლორ თბილისში არ ივარგებს. სხვა ქალაქებიც უნდა განვითარდეს, ბათუმს და ქუთაისს აწყენდა ესეთი სპორტული ნაგებობა ?
ქომაგი
20 იანვარი 2020 14:14
33
ქომაგი, თბილისმა მიიღო უფლება და სხვა ქალაქში როგორ უნდა ჩაატარო? xD
ქომაგს
20 იანვარი 2020 14:52
0
მთავრობამ ისევ გადაგვაგდო!! მიმხვედრი მიხვდება!!
სხვა რაკურსი2
20 იანვარი 2020 14:03
10
მთავარია აშენდეს ახალი, თანამედროვე, მულტიკომპლექსური არენა. სასაფლაოების ნუ გეფიქრებათ მეგობრებო, "სტემფორდ ბრიჯს" ორი მხრიდან უზარმაზარი სასაფლაო აკრავს, მაგრამ ყოველთვის პირთამდე სავსეა და არც განწყობას უჩივის ხალხი )))
korben dallas
20 იანვარი 2020 14:00
1
ფული ქონიათ და რას წუწუნებდნენ ააშენონ დიღომში და არა სასაფლაოების გვერდით. სირცხვილია უცხოელებს რა წარმოდგენა დარჩებათ ჩვენს ქვეყანაზე. ფულის მთქვლეფავი სამარცხვინო კორუმპირებული მთავრობა!!!
!
20 იანვარი 2020 13:49
35
დიდ დიღომში უნდა აეშენებანათ ხომ?
გაყიდეს ალბათ ის ტერიტორია კორპუსებზე, შვერდიგვერდ ორი დარბაზი? თან ისიც სასაფლაოს გვერდით?
ზორბეგი
20 იანვარი 2020 13:42
16
ტხუტმეტიდან ატზე ცამოხვედიტ უკვე მარა ოცდაერტსი ევროპა იწყება და მოასწრებტ კი
შოთა გუგეშაშვილი
20 იანვარი 2020 13:31
6
ოცნებას ფიბა ქართველი ხალხი ეგონა არჩევნების წინ რო მოატყუებ ისეთი სადაა ის რო იმტკიცებდა რა ახალი ძველს ვაკეთებთო ფინას ვკითხოთ უბრალო ხალხსაც გვასწავლოს ასე მარტივად როგორ ახარჯინებს 200 მილიონს :D
ნოდო
20 იანვარი 2020 12:56
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული