საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეორე დღეს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 90:64 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, ახალგაზრდა გამთამაშებელმა 13 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

"ლა როხადან" გამოირჩა ვილი ერნანგომესი, "ნიუ ორლეანის" ცენტრმა 14 ქულა და 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

საქართველოს ნაკრები 2 დან 2 მარცხით A ჯგუფის ბოლო, მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 21:00 საათზე გამართავს.

ესპანეთის ნაკრები 2 გამარჯვებით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, სერჟიო სკარიოლოს გუნდი
კვირას, ბელგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მათი შეხვედრა 18:15 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ფაქტობრივად ვერ მოახერხა გოგა ბითაძემ, იმედია ხვალინდელ მატჩში საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" ცენტრი მოედანზე გამოსვლას შეძლებს და ბელგიასთან მიღებული ტრავმა აღარ შეაწუხებს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
კი მარა ეს ანდრონიკაშვილი მარტო ესპანელებთან, რომ იგიჟებს თავს სხვებთან რა სჭირს?
ეეე
03 სექტემბერი 2022 23:48
0
შერმადინი მემგონი გათვალულია და გიშერი რო შევაბათ არ უშველის ნეტა?
03 სექტემბერი 2022 23:43
0
რას იზამ, როცა თავს ზემოთ ძალა არაა, ისე ანდრონიკაშვილი ყოჩაღ, მამუკელაშვილიც მაგარია
Nukri
03 სექტემბერი 2022 23:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული