ანდრონიკაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი გამართა რატი ანდრონიკაშვილმა. ლიგა ენდესას 24-ე ტურში მისი "სარაგოსა" სტუმრად "გრან კანარიას" შეხვდა და უიმედო მარცხი განიცადა – 85:111.

ქართველი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა მოედანზე არასრული 13 წუთი გაატარა. ანდრონიკაშვილმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 6 ქულასთან ერთად რატის თითო მოხსნა და პასი ჰქონდა. მას ბურთი არ დაუკარგავს და 2-ჯერ დაჯარიმდა. სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი სანტი იუსტამ აჩვენა, რომელმაც 25 ქულა
და 7 მოხსნა მიითვალა.

"სარაგოსას" 9 მოგების წილ 14 მარცხი აქვს და ცხრილში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ანდრონიკაშვილის გუნდი 17 მარტს, შინ "პალენსიასთან" გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ გაიშვა მაგის კალათბურთი. ძალად კალათბურთელი.
4

სიახლეები პოპულარული