ზაზა ფაჩულია NBA-ს ტოპ-30 ცენტრში მოხვდა

AutoSharing Option
hoopshype.com-მა სეზონის დაწყების წინ NBA-ს 30 საუკეთესო ცენტრის სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიაც მოხვდა.

მოგეხსენებათ, ლიგაში 30 კლუბია და საიტმაც სიმბოლურად ამიტომ ამოირჩია ტოპ-30 ცენტრის დასახელება.

ზაზა ფაჩულია, საიტის აზრით, ასოციაციაში სიძლიერით 29-ე ცენტრია.

"შესაძლოა, არც ისე თვალსასეიროა ფაჩულიას ფარქვეშ შეჭრის ყურება, მაგრამ საერთო ჯამში, იგი "გოლდენ სტეიტს" საკმაოდ ეხმარება.

ფაჩულია ვერ აკეთებს ბლოკებს, მაგრამ დაცვაში გამართული, პოზიციური თამაში მისი უმთავრესი სიძლიერეა. ასევე, ის საკმაოდ მოხერხებულია ჩაჭრებში.

ფაჩულიას კარგი პასები აქვს. ასე რომ, ის, რომ
ზაზა ვერ არის კარგი მექულე, "გოლდენ სტეიტს" ნაკლებად ადარდებს.

მისი "სქრინები" (ზოგჯერ წესების დარღვევით დაყენებული) ძალიან ეხმარება "გოლდენ სტეიტს" მსროლელის გამოთავისუფლებაში".

ტოპ-10
1. კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა)
2. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
3. დემარკუს კაზინსი (ნიუ ორლეანი)
4. რუდი გობერი (იუტა)
5. მარკ გასოლი (მემფისი)
6. ჰასან უაითსაიდი (მაიამი)
7. დეანდრე ჯორდანი (კლიპერსი)
8. მაილს ტერნერი (ინდიანა)
9. ალ ჰორფორდი (ბოსტონი)
10. ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)
მკითხველის კომენტარები / 6 /
ორი წელი რასაც ქვია "ძალით ვტენიდით" ყველა ვარსკვლავის ამბავში და დასაცინი გავიზმხადეთ თავი მთელს ამერიკაში...მომავალი პრეზიდენტია მაგ ქვეყნისო დაგვცინეს მაგრად. ჩვენ ხომ ხარისხით არაფერს ვაფასებთ, ან კაი ბიჭია ანდაც ურა პატრიოტიზმი. ოღონდაც ზაზას ეთამაშა ერთხელ და სხვა არ გვაუნტერესებდა. რა უნდა ეთამაშა მაგ ხალხთან? რას გააკეთებდა? ჰა და ჰა ერთი ბლოკი დაეყენებინა. მე არ ვაკნინებ ზაზას დამსახურებას ჩვენი კალათბურთის წინაშე, მაგრამ რაც ბოლო ევროზე ვნახეთ და გავიგეთ (ეგ იყო კაპიტნის საქციელი???) მას მერე ვთვლი რომ ეგ ბიჭი ის ზაზა აღარაა რომელსაც პატივს ვცემდი! ერთი მორიგი თავში ავარდნილი ორდენოსანი არა საქართველოს სახელით გაჩემპიონებული სპორტსმენი გახდა ჩემთვის! პარლამენტარობას ეგ აღარ იკადრებს ზოგიეეთი ჩემპიონივით, ეგრევე მინისტრობაზე წავა ზოგიერთი "ლეგენდარული" სპორტსნენის მსგავსად...ბოლო ბოლო ამერიკაში უნივერსიტეტი ექნება დამთავრებული. ძალიან გული მწყდება ამას რომ ვწერ მაგრამ სხვაგვარად მაგ ბიჭს ვეღარ აღვიქვამ.
პაატა
28 სექტემბერი 2017 12:45
8
რა გაიგე კი მარა ამ ბოლო ევროპაზე იქნებ ჩვენს გაგვაგებინო?
sabonis
28 სექტემბერი 2017 17:09
0
ნუ წაიღეთ ტვინი ამ ფაჩულიათი, კაი ადამიანია საუბარი არაა მაგრამ როგორც კალათბურთელი საშუალო დონეა არც წინ მიდის არც უკან, ამასთან ერთად ძალიან არასტაბილურია. ან ამის დაწერა რა არის ოცდაათში ოცდამეცხრეაო რა გიხარიათ ვერ გავიგე, და საერთოდ შერმადინს რომ ეთამაშა ევრობასკეტზე სასტარტოში უკეთესი შედეგი იქნებოდა გოლდენსტეიტის ცენტრს რომ დაგიფარებენ ევრობასკეტზე და ბურთს დადაგატენიან თავზე თანაც რამდეჯერ, რომელ ვარსკვლავობაზეა საუბარი....
gaga
28 სექტემბერი 2017 11:57
4
ღმერთმა ხელი მოგიმართოს კაპიტანო!
888
28 სექტემბერი 2017 10:06
1
მაგ ათეულიდან ურთიერთდაპირისპირებაში რამდენი აჯობებს?დაიწყება ჩემპიონატი და ვნახავთ.
სოსო
27 სექტემბერი 2017 20:30
6
მასტი 29-ეა და მაგ ათიდან რომელი აჯობებსო :)))) იმენნა ფანატები ხართ. ალ ჰორფორდი 19 წლის იყო ფაჩულია რომ სასტარტოდან ამოაგდო. იცი? 19 წლის ბიჭი სჯობდა. 1 თამაშს როგორ ითამაშებს ზაზა, მაგით ბევრი არაფერი წყდება. კარიერის სტატისტიკა იცი ზაზასი??
odala
28 სექტემბერი 2017 11:08
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული