ზაზა ფაჩულიამ "მინესოტასთან" მატჩში 10 ქულა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" წინასასეზონო მატჩში "მინესოტას" შეხვდა და ანგარიშით 94:111 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 18 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ბლოკი მოაგროვა. ზაზამ 8-დან 5 2-ქულიანი ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 20 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. კლეი ტომპსონის ანგარიშზე ფაჩულიას დარად 10 ქულაა, ხოლო სტეფ კარიმ 14 ქულა მიითვალა.

"გოლდენ სტეიტი" მომდევნო მოსამზადებელ მატჩს კვლავ "მინესოტასთან" 8 ოქტომბერს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ფაჩულიას რომ ვერ დააფასებ უმადური კიარა უგნური უნდა იყო და რა სისულელეა რომ არ ჭირდებოდეს გოლდენს ან მწვრთნელი დარწმუნებული არ ყოფილიყო მის შესაძლებლობებში ვინ აიყვანდა თანაც ძირითადის ცენტრად რათქმა უნდა აქვს ინტელექტი ვარსკვლავი არაა მაგრამ აბალანსებს თავის შესაძლებლობებს სწორად. გორგოძესთან მიმართებაში კი ერთი დაუკმაყოფილების მომენტია გორგოძემ მსოფლიოზე გაიყვანა გუნდი ზაზასაც შეუძლია იგივე!
კახა
13:58 11-10-2017
0
სიმართლე რატომ არ გევასებათ? თენგო 100%-ანია. საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს და რა ვარსკვლავია გამოჩნდემა. უბრალოდ ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული.
მიშა
23:13 05-10-2017
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული