მემფისში წაგებულ მატჩში ზაზა ფაჩულია უქულოდ დარჩა

AutoSharing Option
წარუმატებელი გამოდგა ნბა-ს მორიგი მატჩი როგორც "გოლდენ სტეიტისთის", ისე მისი ქართველი ლეგიონერისთვის. თითო მოგებ-წაგების მქონე მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი მატჩი მემფისში გამართა და "გრიზლისთან" მარცხი განიცადა - 101:111.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 12 წუთი გაატარა და უქულოდ დარჩა. ზაზამ 2 ორქულიანი ააცილა, თუმცა 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 ჯარიმა მიიღო. საუკეთესო კი სტეფ კარი გახლდათ 37 ქულით. კევინ დიურანტის ანგარიშზე 29 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა, თუმცა ეს გუნდურად მოთამაშე "მემფისის"
დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

1 მოგებითა და 2 წაგებით "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტოსთან" ერთად დასავლეთ კონფერენციის 11-12 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ოკლენდელები დალასში, 24 ოქტომბერს გამართავენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
როგორც ამერიკის ელჩმა თქვა - ზაზა საქართველოს ვაჟკაცობის მაგალითია.
ამიტომ ყვლა მცდელობა რომ ტალახი მოაცხონ ამ თავდადებულ ადამიანს რუსეთუმეობად აღინიშნება - რამდენადაც სტატისტიკურად და აზრობივად მართალიც არ უნდა იო კრიტიკა.

ვის ვის და ამერიკის ელჩს ესმის რა აის ქართული ვაჟკაცობა, რამდენად მაგლია ქართვლების მიზანი ცხოვრებაში და არფერი შეეშლებ.
ამკ
16:42 22-10-2017
10
დურანტს აწი ძალიანაც რომ მოუნდეს თეთრ სახლში სტუმრობა, მაინც აღარაფერი გამოვა,ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩემპიონები ვეღარ გახდებიან!
LARRY BIRD
15:30 22-10-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული