მანუჩარ მარკოიშვილის 6 ქულა და გამარჯვება ლიტვაში

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" ევროთასის მორიგი მატჩი ლიტვის ქალაქ ნევეჟისში გამართა.

იტალიელთა მეტოქე "ლიეტკაბელი" გახლდათ, რომელიც "რეჯიო ემილიამ" 82:75 დაამარცხა და 3-დან 2 მოგებით ჯგუფში მე-3 საფეხურზეა.

ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 32:00 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მარკოიშვილმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 4 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. სტუმართა რიგებში საუკეთესო იტალიის ნაკრების წევრი ამედეო დელა ვალე იყო, რომელმაც 22 ქულა მიითვალა.

ევროთასზე შემდეგი მატჩი
რეჯიოემილიელებს შინ, 1-ელ ნოემბერს, იერუსალიმის "ჰაპოელთან" ელით.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან დაბალი პროცენტით ისვრის მანუ,დროა ფორმაში შევიდეს.
სოსო
12:43 26-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული