მაიკლ დიქსონმა "ვენეციასთან" მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მაიკლ დიქსონის "სტრასბურგი" სტუმრად "ვენეციასთან" 67:78 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ იტალიელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და მხოლოდ მეოთხე პერიოდი წააგეს 1 ქულით.

"სტრასბურგი" 2 ქულით ჯგუფში მე-5 ადგილზეა, შემდეგ ეტაპზე კი 4 გუნდი გადის.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა 4:33 წუთი ითამაშა, შემდეგ ტრავმა მიიღო და პარკეტზე აღარ დაბრუნებულა. მის ანგარიშზე არც ერთი ქულა არაა.

ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულად დაშავდა მაიკლი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამის ტრამვაღა გვაკლდა. ტფუ
0

სიახლეები პოპულარული