შეუჩერებელმა მიქაუტაძემ ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა - "მეცმა" წაგება მაინც მოახერხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 33-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „სტრასბურგთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, თამაში საინტერესო სანახავი არ იყო, სტუმართა გუნდის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს ყურადღებით მეურვეობდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. თუმცა 54-ე წუთზე მან მცველი ჩამოიცილა და საჯარიმოს გარედან დალაშქრა ალაა ბელააურუშის კარი. 78-ე წუთზე მიქაუტაძე სწრაფი კონტრშეტევისას მოედნის ცენტრიდან ორ მეტოქეს გაექცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. სამწუხაროდ, ბოლოს „სტრასბურგმა“ ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 8.0,
Sofascore 7.6, Flashscore 7.5.

მიქაუტაძემ ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატზე 19 შეხვედრაში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

„მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 19 მაისს, ბოლო ტურში, პსჟ-ს უმასპინძლებს. ერთი რამის თქმა გადაუჭარბებლად შეიძლება - გიორგი მარტო მიათრევს "მეცს", უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს და ალბათ, მალე რომელიმე დიდ კლუბში ვიხილავთ.

სტრასბურგი. „სტად დე ლა მენო“
სტრასბურგი - მეცი 2:1
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (54), 1:1 ემეგა (89), 2:1 სანტოსი (90+1)


alt"ლიგა 1-ის საუკეთესო თავდამსხმელით "ატლეტიკო" დაინტერესდა" - რობინ ბეირნერი
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეორე გოლის ეპიზოდში,სულაც მეცის მცველმა გაუკეთა საგოლე პასი,სტრასბურგის ფეხბურთელს.კამარას ტრავმის შემდეგ,მეცის ნახევარდაცვა,კიდევ უფრო მოიშალა,თუმცა მატჩის ბოლოს უკვე რამდენჯერ გაუშვეს საბედისწერო გოლები!თუ გადათამაშებამდე მაინც მივიდა,კამარა ძალიან დააკლდება მეცს,რადგან ისედაც მწირი შემოქმედებითი პოტენციალის გუნდს,ერთერთი წამყვანი ფეხბურთელი მოაკლდება.რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ,მეცს და გიორგის.
სოსო
14:36 13-05-2024
0
Video
https://youtu.be/Z3-mMUYV5G8?si=oftZx8J5dfNfLo-Y
რეალობა
13:50 13-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული