მასპინძლები ამ შეხვედრაში დომინირებდნენ და "რეჯიო ემილიას" უამრავი მცდელობის მიუხედავად, არ აძლევდნენ წინ გასვლის საშუალებას.
მანუჩარ მარკოიშვილმა თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო. 23 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნაა მის ანგარიშზე. ორიდან ორი 2-ქულიანი ჩააგდო და ექვსიდან ორი 3-ქულიანი.
"რეჯიო ემილია" 0 ქულით სატურნირო ცხრილში უკანასკნელ ადგილზეა.