საქართველოს ნაკრების მორიგი პრობლემა - დიქსონმა ისევ ვერ ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "ვენეციასთან" შეხვედრაში ტრავმირებულ საქართველოს ნაკრების კალათბურთელს მაიკლ დიქსონს არც საფრანგეთის ჩემპიონატზე უთამაშია "გრავლინთან" (73:50 გაიმარჯვეს) და არც გუშინ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ათენის აეკ-თან.

არადა, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი კარს მოგვადგა. შეგახსენებთ, სანაკრებო კარიერა ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ დაასრულეს, რაც ჩვენი ეროვნული გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია.

რაც შეეხება საფრანგეთში ჩატარებულ შეხვედრას, მასპინძლებმა ბოლო წამებზე ჩაგდებული ბურთით 80:78 მოიგეს და 3 ქულით ჯგუფში მე-4 ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მერედა გაარკვიეთ რა სჭირს?
0

სიახლეები პოპულარული