მარკოიშვილის 14 ქულა და "რეჯიო ემილიას" დამარცხება "ბაიერნთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ევროთასის მე-5 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" 6 700-იან რუდი ზაგელმაიერის სახელობის დარბაზში "რეჯიო ემილია" გაანადგურა 83:58 და ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს ჯგუფში.

რაც შეეხება სტუმართა გუნდის ქართველ კალათბურთელს მანუჩარ მარკოიშვილს, კარგად ითამაშა, 24:21 წუთში 14 ქულა ჩააგდო (4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო). მან ორჯერ მოხსნა, ორჯერ ჩაჭრა და ორჯერ დაკარგა ბურთი, ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 5 პერსონალური მიიღო. მანუჩარის თამაში ბავარიული კლუბის საიტმაც გამოყო.

მის გუნდში ყველაზე შედეგიანი 15 ქულით ამადეო დელა ვალე იყო, ხოლო სტუმართა
გუნდში ამდენივე ქულა ჯარედ ჯინინგემმა და ნიჰად დედოვიჩმა დააგროვეს.

"რეჯიო ემილია" ჯგუფში 2 მოგებით მე-4 ადგილზეა. ცნობისათვის, შემდეგ ეტაპზე სწორედ 4 გუნდი გადის.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული