44 ქულა ერთ პერიოდში! - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "მინესოტა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ნოემბერს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და ანგარიშით 125:101 გაანადგურა, რაც რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 გამარჯვებაა.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე, საერთო ჯამში, 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ მხოლოდ 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კალათისკენ ერთხელ ისროლა და ააცილა.

"უორიორსს" კევინ დურანტი მცირე ტრავმის გამო არ ჰყავდა. მისი ადგილი სასტარტოში ანდრე იგუდალამ დაიკავა. იგუდალას ანგარიშზე საბოლოოდ 11 ქულა დაგროვდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო. სტეფ კარიმ
22 ქულა მიითვალა.

კარგი სტატისტიკა ჰქონდათ სათადარიგოთა მოთამაშეებს: ნიკ იანგი - 12 ქულა, ომრი კასპი - 13 ქულა, დევიდ უესტი - 10 ქულა.

აღსანიშნავია, რომ ოკლენდელებმა მესამე პერიოდში მეტოქეს 44 ქულა ჩაუგდეს.

9 მოგებითა და 3 წაგებით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 12 ნოემბერს შინ, ჩვენი დროით 05:30 საათზე "ფილადელფიასთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფინიქსი-მაიამი 115:126
ბოსტონი-ლეიკერსი 107:96


დეტროიტი-ინდიანა 114:97
ორლანდო-ნიუ იორკი 112:99
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნამდვილად არ უნდა გაეკეთებინა ის განცხადება, რაც გააკეტა ხომ იცით ესპანეთში სულ 37 წლის ბიჭები თამასობდნენ, როცა გუნდს და ქვეყანას სჭირდება, ეხლა გვჭირდებოდა მისი გამოცდილება და მისი ნიჭი მაგალითი ყოფილიყო ახალგაზრდა თაობისათვის, მან კი სხვა გზა აირჩია, წარმატებებს ვუსურვებთ, მის არჩევანში.
კაკო
09:31 10-11-2017
1
ზაზარომ წავიდა ნამდვილად ცუდია თუმცა ამით შეიძლება უკეთსი სტატისტიკა დადოს
ასოციაციაში
lasha
20:28 09-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული