მაიკლ დიქსონი 14 ქულით და გამარჯვებით დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა ტრავმა მოირჩინა და "სტრასბურგს" საფრანგეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში ერთ-ერთი ლიდერის "მონაკოს" სტუმრად დამარცხებაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, მაიკლმა ტრავმის გამო 2 მატჩი გამოტოვა, მონეგასკურ გუნდთან შეხვედრაში კი 16:25 წუთში 14 ქულა ჩააგდო (4-დან 4 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო) და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მის გუნდში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი ბილანი იყო, ხოლო ორივე გუნდიდან მონაკოელი რობინსონი (25).

"სტრასბურგი" სატურნირო ცხრილში 5 მოგებით მე-11 ადგილზეა. ცნობისათვის, ამდენივე ქულა, ოღონდ ბურთების უკეთესი შეფარდება აქვს მე-5 ადგილზე მყოფ
"პაუ-ორტეზს".


მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაახ ძლივს ერთი კარგი ამბავი რა.
მიდი მაიკლ ჩადექი ფორმაში და იქნებ გაგვახაროთ 24-ში ან/და 27-ში.
ქომაგი
10:20 13-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული