მანუჩარ მარკოიშვილის 17 ქულა და "რეჯიო ემილიას" გამარჯვება "ბუდუჩნოსტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
15 ნოემბერს, ევროთასის მე-6 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" სახლში 77:71 დაამარცხა პოდგორიცას "ბუდუჩნოსტი". მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მოახერხეს მონტენეგროელთა წინააღმდეგობის გატეხვა.

იტალიურ გუნდს ქართველი ლეგიონერი მანუჩარ მარკოიშვილი 31:58 წუთში 17 ქულით შეეწია (8-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო). ამას გარდა, მანუჩარმა ხუთჯერ მოხსნა ბურთი, ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ხუთი პერსონალური მიიღო.

ის თავის გუნდში სანესთან ერთად ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა, 20 ჩერნოგორიელმა გორდიჩმა ჩააგდო.

"რეჯიო ემილია" სატურნირო ცხრილში 3 მოგებით მესამე ადგილზეა. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ოთხი გუნდი გადის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანუცჩარის მომენტების კოლაჟი რო გააკეთოდ არ შეგიძლიათ
gigi
13:45 16-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული