ესპანეთის თასის 1/16 ფინალის პირველ მატჩში "ვალენსიამ" სტუმრად 2:0 დაამარცხა გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა". იმ შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, "მესტალიაზე" ჩატარებულ განმეორებით შეხვედრაში კი მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
"ღამურებმა" ამჯერად 4:1 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
არაგონელები სეგუნდადივიზიონში 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-14 ადგილზე არიან და შემდეგ ტურში, 3 დეკემბერს ხიხონში "სპორტინგს" ხვდებიან.