მაიკლ დიქსონი და "სტრასბურგი" "ბულაზაკთან" დამარცხდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მაიკლ დიქსონის "სტრასბურგი" სტუმრად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან "ბულაზაკთან" 102:109.

მასპინძლებმა მეორე და მესამე მეოთხედი უკეთ ჩაატარეს, სერიოზული ფორით დაწინაურდნენ, სტუმრებმა დასკვნითი პერიოდი 9 ქულით კი მოიგეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ.

დიქსონმა 18:04 წუთში 9 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო), 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 4 პერსონალური მიიღო.

"სტრასბურგიდან" 18 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუი ლაბეირი იყო, ხოლო ორივე გუნდიდან "ბულაზაკის" თავდამსხმელი კარველ ანდერსონი (23 ქულა).

"სტრასბურგი" სატურნირო ცხრილში
6 მოგებით მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული