მანუჩარ მარკოიშვილის 10 ქულა და "რეჯიო ემილიას" დამარცხება "გალათასარაისთან"

AutoSharing Option
ევროთასის მე-7 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" სტამბულში 72:82 დამარცხდა "გალათასარაისთან" და 3 მოგებით ექვსგუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ცნობისათვის, შემდეგ ეტაპზე 4 გუნდი გადის.

მანუჩარმა 31:03 წუთში 10 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.

მის გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 19 ქულით რეინოლდსი იყო, ხოლო "გალათასარაიდან" ჰარდი (20 ქულა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული