"გოლდენ სტეიტმა" მოიგო, ფაჩულიამ 17 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გასულ ტურში "შარლოტთან" სენსაციური მარცხის შემდეგ საკუთარ დარბაზში გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა". ქართველი ცენტრის გუნდმა,  "მემფისს" 141:128 სძლია.

ფაჩულია კი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე 23:58 წუთში, 17 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი ტრავმის შემდეგ გუნდს მხოლოდ მესამე შეხვედრაა რაც დაუბრუნდა.

"ვორიორსს" ახლა მცირე დასვენება ელის, 4 იანვარს კი სტივ კერის გაწვრთნილები, გასვლით შეხვედრაში "დალას მავერიქსს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სეზონში ამდენი და მით უმეტეს ასე შედეგიანად,ზაზას არ უთამაშია.ასეც გაეგრძელებინოს.
სოსო
14:54 31-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული